"68 წლის მამაკაცია და მას ინფარქტი ჰქონდა გადატანილი" - ახალი ინფორმაცია კორონავირუსით გარდაცვლილ მე-5 პაციენტზე
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 ადამიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი იყო. ამის შესახებ კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია, რომელიც ბოლნისის კლასტერიდან იყო.
ტურძელაძის განცხადებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი.
ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579 პირი.