მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები საიუბილეო მედლით "ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი" ჯილდოვდებიან - კვირის პალიტრა

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები საიუბილეო მედლით "ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი" ჯილდოვდებიან

მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით - "ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი", - შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა და მას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მედლის გადაცემას მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს.

ამავე განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 300 ლარს.

"ინტერპრესნიუსი"