კორონავირუსით ინფიცირების 6-ვე ახალი შემთხვევა რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა - ცნობილია თუ არა წყაროები? - კვირის პალიტრა

კორონავირუსით ინფიცირების 6-ვე ახალი შემთხვევა რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა - ცნობილია თუ არა წყაროები?

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსი კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა. როგორც მან აღნიშნა, მათ კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებული ადამიანებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

"რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად დაკვირვების ქვეშ 38 პაციენტია, აქედან 17 კოვიდინფიცირებულია. დადასტურებული შემთხვევებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზეა, თუმცა გარკვეული გაუმჯობესება ფილტვის პნევმონიის მხრივ არის. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, კიდევ ერთი პაციენტი გუშინ სხვა კლინიკიდან ჩვენთან გადმოიყვანეს, მას რიგი კარდიოლოგიური პრობლემები აქვს და დიაბეტიანია, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენ 40-მდე ჩატარებული ტესტის პასუხი მოგვივიდა და აქედან ექვს პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ-ინფექცია. ინფიცირების წყაროების ნაწილი ცნობილია, რაც შეეხება ახლად დადასტურებულ შემთხვევებს, მათგან ინფიცირების რამდენიმე წყაროს მოძიება მიმდინარეობს",- განაცხადა ლევან გოფოძემ.

"ინტერპრესნიუსი"