"დექსამეტაზონს" დიდი ხანია ვიყენებთ კორონავირუსის სამკურნალოდ..." - რას ამბობს მარინა ენდელაძე მედიკამენტის ეფექტზე? - კვირის პალიტრა

"დექსამეტაზონს" დიდი ხანია ვიყენებთ კორონავირუსის სამკურნალოდ..." - რას ამბობს მარინა ენდელაძე მედიკამენტის ეფექტზე?

"დექსამეტაზონს დიდი ხანია ვიყენებთ კორონავირუსის სამკურნალოდ და კარგ შედეგს იძლევა" - ამის შესახებ ინფექციური საავდმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ AMBEBI.GE -სთან საუბრისას განაცხადა.

ბრიტანული კვლევის შესახებ საუბრისას მან აღნიშნა, რომ "დექსამეტაზონთან" დაკავშირებული ინფორმაცია საქართველოსთვის აღმოჩენა არ არის.

ინფექციონისტის თქმით, აღნიშნული მედიკამენტი პათოგენეზურ იმუნოთერაპიაში დღემდე აქტიურად გამოიყენება და შედეგიანი აღმოჩნდა კორონავირუსის რთული შემთხვევების მკურნალობაში.

"დიდი ხანია კორონავირუსის სამკურნალოდ ერთ-ერთ საცდელ მედიკამენტად გამოიყენება "დექსამეტაზონი", მაგრამ რამდენად არის იგი უნიკალური საშუალება, ამაზე ვერაფერს გეტყვით. დანიშნულების სახით ჩვენ ეს მედიკამენტი არ გამოგვიყენებია, თუმცა კორონავირუსის მძიმე შემეთხვევების დროს ჩავრთეთ იგი მკურნალობის პროცესში და კარგი შედეგი აჩვენა. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "დექსამეტაზონს" შეუძლია კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების სიცოცხლე გადაარჩინოს - რას წერს BBC ?