"შეშინებულმა დამირეკა, მომივარდება და ტყვიას დამახლისო" - სად არის დეპუტატი, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებენ? - კვირის პალიტრა

"შეშინებულმა დამირეკა, მომივარდება და ტყვიას დამახლისო" - სად არის დეპუტატი, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებენ?

რამდენიმე საათის წინ სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში, საკუთარ ბიძაშვილზე სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა.

მარიამის პოსტში ვკითხულობთ, რომ მიხეილ გრემელაშვილი, რომელიც თელავის საკრებულოს მოქმედი წევრია, ოჯახის წევრებზე, ცოლსა და ორ ქალიშვილზე მუდმივად ძალადობდა და ამჯერად ოჯახის წევრები დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

"ხმას არ ვიღებ წლებია დედის ხათრით, გამზრდელი ბიცოლის ხათრით, ბებიის ხათრით, მაგრამ ამაზე გაჩუმება უკვე დანაშაულია! პრინციპში აქამდეც დანაშაული იყო. მინდა ყველა იცნობდეთ ჩემს ბიძაშვილს მიხეილ გრემელაშვილს - მან 19 წლის შვილები, გოგოები ისე სცემა, რომ დაალურჯა წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო. და ეს, ცოლ-შვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა, მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება.

უფროს გოგოს, სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რომლის წინ წერილი დაწერა არ დამმარხოთ, თეთრ ზეწარში გამახვიეთ და ისე გადამაგდეთ, ისეთ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ მეტს არც ვიმსახურებო. ფსიქოლოგებთან ტარების შემდეგ ძლივს გამოვიდა ბავშვი დეპრესიიდან. ბავშვები ამჟამად, ამ წუთებში პოლიციაში იმყოფებიან დაკითხვაზე და ისეთებს ყვებიან მამაზე, გაგიჟდებით...

კახეთის "ოცნების" საკრებულოს წევრი მოძალადე, ლაჩარი მიხეილ გრემელაშვილი დასაჭერია, ან ვინ მისცა ასეთ ზნედაცემულ კაცს იარაღი?! ჩამოართვით მამობის უფლება, გააშუქეთ ჟურნალისტებმაც, სანამ შემოაკვდება ეს ულამაზესი ცოლ-შვილი და ანგელოზივით ბავშვები... მე წავიყვან ბავშვებს!!! ფურთხის ღირსადაც არ მიმაჩნიხარ მიხეილ გრემელაშვილო... სესიაშვილის პროტეჟევ, სესიაშვილსაც უნდა მივწერო საკრებულოში შენნაირებს როგორ აჩერებენ" - წერს კუკუნაშვილი.

გრემელაშვილთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით მამაკაცი გაქცეულია და პოლიციას ემალება. აღნიშნული AMBEBI.GE-ს მარიამ კუკუნაშვილმაც დაუდასტურა. მისი თქმით, ოჯახის ყველა წევრმა მისცა ჩვენება და ისინი ამჯერად ექსპერტიზაზე გურჯაანში არიან გადაყვანილები.

- მარიამ, ჩვენი ინფორმაციით მიხეილ გრემელაშვილი გაქცეულია...

- დიახ, ასეა, გაქცეულია. ბავშვები ახლა თელავიდან გურჯაანში გადაიყვანეს ექსპერტიზაზე და ცოლმაც და შვილებმაც ჩვენება მისცეს. ორი შვილი არასრულწლოვანია, ერთი, გოგონა - 19 წლის. ორი გოგონა და ერთი ბიჭი ჰყავს.

- მარიამ, ეს მამაკაცი საკრებულოს წევრია "ქართული ოცნების" კვოტით?

- დიახ, საკრებულოს წევრია ახლაც.

- თქვენ თუ ესაუბრებოდით, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრებზე ძალადობას რა შეიძლება მოყოლოდა?

- მე მასთან დიდი ხანია არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. მის ცოლ-შვილთან და დედასთან მქონდა მხოლოდ ურთიერთობა. ვერ ვფიქრობ ახლა რა იქნება. მეც არანაკლებ მსხვერპლად განვიცდი თავს, ამ პოსტს ჩემს ოჯახში ძალიან დიდი ამბები მოჰყვა. ზოგადად ხო კაცებმა უნდა გვიკარნახონ, "ფეისბუქზეც" რა უნდა დავწეროთ და რა - არა იხილეთ სრულად