"ბავ­შვი იმ­დე­ნად ნი­ჭი­ე­რი იყო, შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა, რო­მე­ლიც არ უნდა სცოდ­ნო­და" - თამარ ბაჩალიაშვილის დედის პირველი კომენტარი - კვირის პალიტრა

"ბავ­შვი იმ­დე­ნად ნი­ჭი­ე­რი იყო, შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა, რო­მე­ლიც არ უნდა სცოდ­ნო­და" - თამარ ბაჩალიაშვილის დედის პირველი კომენტარი

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონას, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ტელეკომპანია "ფორმულას“ ეთერში აცხადებს, გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას და ამბობს, რომ ერთი კვირის წინ მისმა შვილმა გამოცდა ჩააბარა და მეორე სამსახურს ეძებდა.

"კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. წინა კვირასაც გამოცდა ჩააბარა და ეძებდა მეორე სამსახურს და რატომ მოიკლავდა თავს?! არავინ არ მაყენებს საქმის კურსში, როგორც ძებნის დროს. ვიხვეწებოდი, ხელჩასაჭიდი თუ გაქვთ, გამაგებინეთ მეც, იქნებ რაღაცაში გამოგადგეთ.

არაფერს აღარ გამოვრიცხავ უკვე. შეიძლება უშუალოდ სამსახურში არა, მაგრამ ეს ბავშვი იმდენად ნიჭიერი იყო, შეიძლება ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა. უკვე აღარ ვენდობი გამოძიებას.

თამუნას კომპიუტერზეც ვეხვეწებოდი, წაიღეთ დროზე და გახსენით დროზე-მეთქი და არ მიჰქონდა არავის. არავინ არ მოსულა მიხეილ რამიშვილის გარდა“, - ამბობს გარდაცვლილი გოგონას დედა.