"მგზავრებიდან 17 ქალია, 3 - მამაკაცი... ყველანი 30 წლამდე ასაკისანი არიან" - ახალი დეტალები შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიაზე და ფოტოები ადგილიდან
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
გვესაუბრება თვითმხილველი, რომელიც ტრაგედიის ადგილზე ერთ-ერთი პირველი ჩავიდა და სამაშველო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.
"შემთხვევის ადგილზე, ხევში რომ ჩავედი, საშინელი სურათი დამხვდა. მიკროავტობუსი დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, მგზავრებიდან 17 ქალია, 3 - მამაკაცი. ოციდან ერთი კანადის მოქალაქე ყოფილა, რომელიც ზუსტად არ ვიცით, საიდან მოვიდა, მათ დაემგზავრათ, თუ რა მოხდა.
მერსედესის "სპრინტერის" მიკროავტობუსი სისწრაფით მიდენილა, შემდეგ მუშების გაჩერებულ და ცარიელ მანქანას დასჯახებია და ისიც გადაუგდია ხევში. ამ 20-დან 4 ცოცხალი ამოვიყვანეთ და ერთი მალევე გარდაიცვალა. გაგრძელება