თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო - კვირის პალიტრა

თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

შპს "თბილსერვის ჯგუფმა" დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. თბილისის მერიის ცნობით, შესაბამისი სამუშაოები პირველ ეტაპზე, დავით გურამიშვილის გამზირზე ჩატარდა.

მათი ინფორმაციით, კინოთეატრ "საქართველოდან" მეტროსადგურ "სარაჯიშვილამდე" არსებულ საგზაო მონაკვეთში 100-ზე მეტი სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა.

უწყების ცნობით, სამუშაო პროცესს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილე, დავით ფაჩულია გაეცნო.

"სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. საახალწლო ილუმინაციები და კონსტრუქციები დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში განთავსდება", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"