"დედა გარ­დაც­ვლი­ლია. 6 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ..." - როგორ ცხოვრობს ალუაშვილების ოჯახი, რომელსაც კალაძემ ბინა აჩუქა - კვირის პალიტრა

"დედა გარ­დაც­ვლი­ლია. 6 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ..." - როგორ ცხოვრობს ალუაშვილების ოჯახი, რომელსაც კალაძემ ბინა აჩუქა

გუშინ საზოგადოების ყურადღებიც ცენტრში აფრიკის დასახლება მოექცა, სადაც მერიის მიერ დემონტაჟის დაწყებამ ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია. განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ფოტოს, რომელზეც ადგილობრივი მამა-შვილი არიან გადაღებული.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემონტაჟის დროს მათი საცხოვრებელი სახლიც დაინგრა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია ტყუილია. ცნობილი გახდა, რომ ფოტოზე 6 შვილის მამა ნუგზარ ალუაშვილი და მისი ვაჟი, ომარ ალუაშვილი არიან გადაღებული.

დღის ბოლოს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ალუაშვილების ოჯახისთვის ბინა ეჩუქებინა.

"გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის. ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი" - დაწერა კალაძემ "ფეისბუქზე".

AMBEBI.GE ნუგზარ ალუაშვილის 28 წლის ვაჟს, ალეკო ალუაშვილს დაუკავშირდა:

- სადაც დემონტაჟი მოხდა, იმ ადგილთან ახლოს ვცხოვრობთ. ეს ამბები, რომ მოხდა, მამა და ძმა, ომარი გარეთ გამოვიდნენ, დააინტერესათ რა ხდებოდა. მე ამ დროს სამსახურში ვიყავი.

- როგორ პირობებში ცხოვრობთ?

- რასაც ფოტოზე ხედავთ, ისე... დედა გარდაცვლილია, 30 კვადრატული მეტრი სახლი გვაქვს აშენებული, სახლი გასარემონტებელია და იქ 10 ადამიანი ვცხოვრობთ. 6 დედმამიშვილი ვართ, ასევე მყავს 4 დიშვილი. ჩვენი ფართიც დასაკანონებელია.

- შეიძლება ხვალ თქვენთანაც მოსულიყვნენ დასანგრევად?

- არა, ეგ ინფორმაცია ნამდვილად არ არის სწორი, ჩვენთან არ მოვიდოდნენ.

- როგორც გავიგე, ომარი სკოლაში არ დადის, რა არის ამისი მიზეზი?

- ომარი სკოლაში დიდუბეში დადიოდა. შემდეგ აქეთ გადმოვედით. განცხადება კი შევიტანეთ სკოლაში, მაგრამ არ იყო ადგილი. გაგრძელება