"სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი" - რა ფოტოებს აქვეყნებს კალაძე ოჯახზე, რომელსაც ბინა აჩუქა - კვირის პალიტრა

"სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი" - რა ფოტოებს აქვეყნებს კალაძე ოჯახზე, რომელსაც ბინა აჩუქა

მეორე დღეა საზოგადოებაში საუბარი არ წყდება ფოტოზე, რომელზეც მამა-შვილი ალუაშვილები არიან გამოსახული. დიდი გამოხმაურების შემდეგ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ოჯახს ბინა აჩუქა.

ალუაშვილების ოჯახს კახა კალაძემ დღეს თბილისის მერიაში უმასპინძლა, მათთან ერთად ფოტოებიც გადაიღო და სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა:

"სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა სულ ღიმილიანი იყოს. მის ხუთ და-ძმას კი ვუსურვებ საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახს და სამშობლოს", - წერს კახა კალაძე "ფეისბუკში".

იხილეთ ასევე: "დედა გარდაცვლილია. 6 დედმამიშვილი ვართ..." - როგორ ცხოვრობს ალუაშვილების ოჯახი, რომელსაც კალაძემ ბინა აჩუქა