"შაქარ, ზეცაში აუცილებლად შევხვდებით... სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ" - რას წერდა ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი შაქარაშვილზე? - კვირის პალიტრა

"შაქარ, ზეცაში აუცილებლად შევხვდებით... სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ" - რას წერდა ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი შაქარაშვილზე?

"შაქარ, ზეცაში აუცილებლად შევხვდებით... სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ" - რას წერდა ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი შაქარაშვილზე?

მთელი ქვეყანა შეძრა თბილისში მომხდარმა ტრაგედიან. დღის პირველ ნახევარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძმამ ძმას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი ახალგაზრდა 21 წლის მიშო ახლოურია, რომელიც "საბურთალოს" ფეხბურთელი იყო. იმავე გუნდის, სადაც რამდენიმე თვის წინ მოკლული გიორგი შაქარაშვილი თამაშობდა.

ისინი ერთმანეთის ახლო მეგობრები იყვნენ. მიშო ახლოურის "ფეისბუქიდან" ირკვევა, რომ თვეების წინ მეგობრისა და თანაგუნდელის მკვლელობა მძიმედ გადაიტანა. გიორგი შაქარაშვილზე მას უამრავი ემოციური პოსტი უწერია. ყველაზე მძიმედ მათ შორის ივლისს გამოქვეყნებული სტატუსია, სადაც მიშო გარდაცვლილ მეგობარს მიმართავს:

"შაქარ მენატრები, ძალიან მენატრები, როგორი რთულია უშენობა. როგორი რთულია იმაზე ფიქრი, რომ ვეღარ შეგხვდები ამ დედამიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ. ძალიან მიყვარხარ, ერთი იმაზე ფიქრი მაძიერებს, რომ ახლა უკეთეს ადგილას ხარ და ზემოდან გვიყურებ. ჩემი ანგელოზი ხარ შაქარ. ზეცაში აუცილებლად შევხვდებით და იქ მოგვიწევს იმის გაკეთება, რაც ამ უსამართლო ცხოვრებამ არ გვაცადა" - წერდა მიშო ახლოური.

ყარო