"მისი ფრენა არაერთხელ მაქვს გადაღებული" - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც ვასკა ლობჟანიძის ლელო რუსეთის ნაკრების წინაღმდეგ ბრძოლაში შთამბეჭდავად ასახა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 16:7 დაამარცხა და რაგბის ევროპის თასს დაეუფლა. ლელოს დადება რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაზე ვასკა ლობჟანიძემ ითავა. სწორედ მისი მფრინავი ლელო ასახა ფანტასტიკურად და შთამბეჭდავად ფოტოგრაფმა ლევან ვერძეულმა. აღნიშნული ფოტო კი გამოქვეყნებისთანავე გაჰიტდა.
როგორც kvirispalitra.ge - სთან საუბარში ლევან ვერძეული აღნიშნავს, ვასკა ლობჟანიძის ფრენა არაერთხელ აქვს გადაღებული და ძალიან გაუხარდა, რომ გაიმეორა. - მე დამოუკიდებელი ფოტოგრაფი ვარ, ვთანამშრომლობ სხვადასხვა ფოტოსააგონტოსთან და დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს რაგბის კავშირთან, ერთ-ერთი ფოტოგრაფი ვიყავი მათ შორის, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო, რაოდენიბრივად ცოტა ვიყავით მოედანზე. ეგ კონკრეტული კადრი, რომელშიც ვასკა ლობჟანიძეა ასახული პირადად ჩემი საკუთრებაა და არავის ეკუთვნის.
- ფოტო აიტაცა სრულიად საქართველომ, შენ, როგორც ფოტოგრაფი, რას მიაწერ ასეთი შთამბეჭდავი კადრის გადაღებას? ინტუიციას, იღბალს თუ საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნას? - რაც თქვენ ჩამოთვალეთ ყველაფერს ვეთანხმები, მაგრამ მონდომებაცაა მთავარი, რადგან სხვა ფოტოგრაფებიც იყვნენ და ეგ კადრი სწორედ ჩემს ფოტოობიექტივში მოხვდა.
- თავად ვასკა ლობჟანიძემ თუ ნახა ფოტო და თუ გქონდა მასთან კომუნიკაცია თამაშის შემდეგ? - მოთამაშეებთან კონტაქტი თამაშის მერე არ გვაქვს, თუმცა, სოციალურ ქსელში უნახავს და ძალიან მოსწონებია, ძალიან კარგი ლელო გამოუვიდა და ვულოცავ, კიდევ ერთხელ. მისი ფრენა არერთხელ მაქვს გადაღებული, ძალიან გამიხარდა, რომ გაიომეორა.
ინფორმაციისთვის, დღევანდელ მატჩს, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა, გულშემატკივარი პანდემიის გამო ვერ დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების 24-ე დაპირისპირება იყო. “ბორჯღალოსნებმა” 22 შეხვედრა მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ერთი კი 1993 წელს რუსეთის ნაკრებმა მოიგო.
(სპეციალურად საიტისთვის)