"ცხოვრებაში არ მინახავს პოზნერი... შე­ხე­ბა არ გვქო­ნია გუ­შინ­დელ წვე­უ­ლე­ბას­თან" - რას ამბობს ბასა ფოცხიშვილი გავრცელებულ კადრებზე? - კვირის პალიტრა

"ცხოვრებაში არ მინახავს პოზნერი... შე­ხე­ბა არ გვქო­ნია გუ­შინ­დელ წვე­უ­ლე­ბას­თან" - რას ამბობს ბასა ფოცხიშვილი გავრცელებულ კადრებზე?

31 მარტს საქართველოს ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 30 სტუმართან ერთად ესტუმრა, რომელმაც გადაწყვიტა პანდემიის პერიოდში 87 წლის იუბილე თბილისში აღენიშნა. აღნიშნულ ფაქტს სამოქალაქო აქტივისტების აღშფოთება მოჰყვა.

პოზნერი თავდაპირველად, რუს შოუმენებთან ერთად სასტუმრო "ვინოტელს" სტუმრობდა, ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა. თუმცა სასტუმროს დატოვება პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა.

ადგილზე მიმდინარე აქციას პოლიტიკოსები შეურთდნენ და საბოლოოდ, რუს ჟურნალისტს იუბილე ჩაუშალეს. ვლადიმერ პოზნერმა დღეს გამთენიისას ჩარტერული რეისით დაგეგმილზე ადრე დატოვა საქართველო.

"მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აეროპორტში ბასა ფოცხიშვილი მეუღლე, კოკო კაპანაძესთან ერთად მივიდა. აქტივისტებმა კი ჩათვალეს, რომ მათ ჩუმად გადაყავდათ ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად.

AMBEBI.GE დეტალების დასაზუსტებლად ბასა ფოცხიშვილს დაუკავშირდა. მან აღნიშნული ინფორმაცია უარყო და გვითხრა, რომ პოზნერი ბოლოს ბავშვობაში ნახა, ისიც ტელევიზორში. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "რომ მომინდეს ამხელა სუფრის გაშლა 9 საათის მერე, გამაღებინებენ რესტორანს? სახელმწიფო კი არა კერძო დუქანი გვაქვს" - როგორ ეხმაურებიან პოზნერის ვიზიტს?