"ჩვენს ურთიერთობას დიდი ისტორია აქვს და ეს ურთიერთობა უნდა განვითარდეს" - კვირის პალიტრა

"ჩვენს ურთიერთობას დიდი ისტორია აქვს და ეს ურთიერთობა უნდა განვითარდეს"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის განცხადებით, უკრაინა - საქართველოს ურთიერთობებს დიდი ისტორია აქვს. ამის შესახებ პატრიარქმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან დენის შმიგალთან საპატრიარქოში გამართული შეხვედრისას განაცხადა.

პატრიარქი უკრაინის მთავრობის მეთაურს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და პირადად მისი სახელით მიესალმა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს.

"მოგესალმებით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით. ჩვენს ურთიერთობას დიდი ისტორია აქვს და ეს ურთიერთობა უნდა განვითარდეს,"- განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ესტუმრა.