თამარ გაბუნიას ინფორმაციით, "სინოფარმის" ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა - კვირის პალიტრა

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, "სინოფარმის" ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, "სინოფარმის" ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა იყო, რის გამოც მოქალაქეები ვერ რეგისტრირდებიან.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.

"გვქონდა მოლოდინი, რომ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყებოდა, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობს მასობრივი კიბერშეტევა და ვერ მოხერხდა საიტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. მუშაობს ტექნიკური ჯგუფიც, რათა დროულად მოხდეს შეფერხების აღმოფხვრა. ვფიქრობ, რამდენიმე საათში დავუბრუნდებით სამუშაო რეჟიმს",- აღნიშნავს გაბუნია.

ცნობისთვის, დღეს, 12:00 საათიდან ბოოკინგ.მოჰ.გოვ.გე-ზე ჩინურ ვაქცინა "სინოფარმზე" რეგისტრაციის პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე პორტალი გათიშულია, მოქალაქეები "სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრაციას ვერ ახერხებენ.

"ინტერპრესნიუსი"