"ჯერ იყო - სვა­ნუ­რი გარ­ჩე­ვის შე­დე­გად შე­მო­აკ­ვდათ; მერე - ჯი­ხუ­რის თავ­ზე დენ­მა და­არ­ტყა; დღეს - ზე­დო­ზი­რე­ბა. არ იჯე­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ ზღაპ­რებს" - კვირის პალიტრა

"ჯერ იყო - სვა­ნუ­რი გარ­ჩე­ვის შე­დე­გად შე­მო­აკ­ვდათ; მერე - ჯი­ხუ­რის თავ­ზე დენ­მა და­არ­ტყა; დღეს - ზე­დო­ზი­რე­ბა. არ იჯე­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ ზღაპ­რებს"

"ტვ პირველის" ოპერატორის, "ლექსო ლაშქარავას" გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები სოციალურ ქსელში კრიტიკულ პოსტებს წერენ. გთავაზობთ გამოხმაურებებს "ფეისბუქიდან."

ნათია ფანჯიკიძე: ვინც გავეშებული ბრბო არ გაანეიტრალა და ხალხს მიუქსია, კმაყოფილია ალბათ შედეგით, ამ საღამოსაც იცეკვებენ გამარჯვებული, მაღალი ზნეობის ქართველები? ნაცემი ოპერატორი გარდაცვლილა. ჩვენ ხომ მხოლოდ ერთმანეთზე ვიმარჯვებთ, როგორც ჭეშმარიტ სულიერ იმპოტენტებს სჩვევიათ

თინა ხიდაშელი: ჯერ იყო - სვანური გარჩევის შედეგად შემოაკვდათ; მერე - ჯიხურის თავზე დენმა დაარტყა; დღეს - ზედოზირება. არ იჯერებს საზოგადოება ამ ზღაპრებს, ვერც ხელისუფლებებს შველის გადარჩენაში, ამასობაში ადამიანები იღუპებიან, ხელისუფლების და უკვე ეკლესიის მიერ განწირული ადამიანები და ქვეყანა კი უკან უკან მიდის ….ვერ გადარჩებით არჩევნებს. ერთი კია, რაც უფრო გაჯიუტდებით უფრო მაღალი იქნება ფასი…

არჩილ ქიქოძე: ამ ბიჭს მზიურში დაყავდა ძაღლი. ერთხელ მოვიდა და ჩემს ფოტოაპარატზე და ობიექტივზე მკითხა. "ტვ პირველის" ოპერატორი ვარო და ხომ წარმოგიდგენია, რა ცხოვრება მაქვსო. ნერვები აღარ მაქვსო და აპარატი მინდა ვიყიდო ჩემთვის რომ გული გადავაყოლო რამესო. მერე ეტყობა იყიდა და შორიდან დამანახა. ავუწიე ცერა თითი, სულ ეს იყო ჩვენი ნაცნობობა. თითქმის ყოველდღე კი ვხედავდი. დარბევის წინა დღეს ერთ ჩემ მეგობარ გოგოს ეუბნებოდა, ძალიან მეშინია ხვალინდელი დღისო. იმან დაამშვიდა, ყველაფერი კარგად იქნებაო...იყო ახალგაზრდა კაცი და აღარ არის.

გია მურღულია: ქართული მენტალობისა და ქცევის ყველაზე უარესმა, ამაზრზენმა მოცემულობებმა - ზოგ ყეყეჩს პატრიოტიზმის უმაღლესი მწვერვალი რომ ჰგონია - კონკრეტული მოძალადე სახეები შეიძინა და სიკვდილი დათესა. და ეს იმ ქვეყანაში, რომელმაც სამყაროს ამდენი კეთილი საქმე და გულღიაობა აჩვენა.სიყვარული არასდროს არის სიკვდილის არც მიზეზი, არც მიზანი და არც შედეგი.მისი სახელით ადამიანი არ უნდა გაანადგურო!ამ ახალგაზრდა კაცის, ტვ "პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მაინც უნდა აუხილოს თვალი ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პრობლემათა გადაწყვეტის ლამის ერთადერთ შესაძლებლობად ძალადობას მიიჩნევს.

ასეთი ფიქრი და ქცევა არცხვენს საქართველოს - ყველას, ვინც აქ ვცხოვრობთ და აქვე ვხედავთ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს.ეს ის მომავალი არ არის, რომელზეც დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ვოცნებობდით.ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ დიდი ხანია რაღაცას არასწორად, სულელურად და უპასუხისმგებლოდ ვაკეთებთ.თუ ღირსეული მომავალი გვინდა, ყველაზე მთავარი - ადამიანის მიმართ დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ.შევინარჩუნოთ, რაც წინაპრებიდან სიკეთე მოგვდგამს და სიკვდილთან თამაშებს თავი დავანებოთ. რამდენი რამ მოხდა ბოლო წლებში, რამდენი უბედურება, ძალადობა და საშინელება - ჭკუა არაფერმა გვასწავლა! განაგრძეთ კითხვა