"თუ უნდა, სამივე დააყენოს" - რას წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში არველაძის შესაძლო მერობის კანდიდატობაზე?
ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი, თუმცა საზოგადოებაში დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, კანდიდატი ძმებ არველაძეებიდან რომელიმე იყოს.
თავდაპირველად საუბარი იყო აჩი არველაძეზე, ხოლო შემდეგ რეზი არველაძის შესახებ.
აღნიშნულ თემას დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც გურამ თუშიშვილს ოლიმპიური ვერცხლის მედლის მოგება მიულოცა. კომენტარებში კი სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა შემდეგი კითხვა დაუსვა:
"- გახარია არველაძეს აყენებს კანდიდატადო და დაგერხა?"
კითხვას თბილისის მერმა ასე უპასუხა - "თუ უნდა სამივე დააყენოს"