99 დღიანი ტყვეობა სეპარატისტების ხელში, ქორწილი პანდემიის დროს და... - როგორია ქართველი ფალავნის გზა წარმატებამდე? - კვირის პალიტრა

99 დღიანი ტყვეობა სეპარატისტების ხელში, ქორწილი პანდემიის დროს და... - როგორია ქართველი ფალავნის გზა წარმატებამდე?

2021 წლის 6 აგვისტოს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი გახდა. სპორსტმენისთვის გადამწყვეტი ბოლო წამები აღმოჩნდა, რადგან მეტოქესთან სწორედ ბოლო წამში ერთი ქულით დამარცხდა.

ტიტულოვანი სპორტსმენისგან საქართველოს ოქროს მედლის მოლოდინი ჰქონდა, უმაღლეს ჯილდოს ელოდა თავად პეტრიაშვილიც, რომელიც დაჯილდოვების დროს ოლიმპიურ კვარცხლბეგზე ატირდა.

27 წლის ფალავანის ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. დღეს ყველა მედია იხსენებდა იმ დროს, როდესაც 11 წლის ასაკში გენო პეტრიაშვილი ტყვეობაში აღმოჩნდა. 2005 წლის 19 აგვისტოს, 11 წლის გენო, ქარელის რაიონის სოფელ ნულიდან, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ოსურ-ქართულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, ოკუპირებული ჯავის რაიონის მიმართულებით გაიტაცა.

ბიჭმა ტყვეობაში 99 დღე გაატარა და მისი გათავისუფლება მხოლოდ 2005 წლის 25 ნოემბერს მოხერხდა. როგორც ოჯახის ახლობელი გვიყვება ტყვეობაში ყოფნის დროს, ბიჭი საკმაოდ მძიმე პირობებში იმყოფებოდა.

გათავისუფლების შემდეგ სტრესის დაძლევა ბიჭისთის მარტივი არ ყოფილა. ამბობენ, რომ ჭიდაობაზე შეყვარებულ გენოს, ურთულესი წლები მისმა გამზრდელმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა გადაატანინა. დღეს მწვრთნელი მის გვერდით არ ყოფილა, რადგან ბატონი ნუგზარი 2021 წლის 24 იანვარს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ჩემი ნუგზარი მასწავლებელი... თქვენ ყოველთვის ჩვენთან იქნებით...მადლობა ყველაფრისთვის" - წერდა პეტრიაშვილი მწვრთნელის გარდაცვალების შემდეგ.

სოციალურ ქსელში სპორტის ქომაგები წერდნენ, რომ გენო პეტრიაშვილს დღეს ოლიმპიურ ტატამზე სწორედ გამზრდელი აკლდა. ბატონი ნუგზარი, მსოფლიოს დონის სპეციალისტი, მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში საყოველთაოდ აღაირებული მწვრთნელი გახლდათ. ის იყო გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის ფუძემდებელი.

პირველი სერიოზული წარმატება გენო პეტრიაშვილმა 2012 წელს, 18 წლის ასაკში მოიპოვა, როდესაც საქართველოს ჩემპიონატი მოიგო; 2014 წელს, კი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიც მიაყოლა, თუმცა, ეს ოქროს მედალი გენოს პრედუქტალის გამო ჩამოართვეს, რომელსაც პეტრიაშვილი ტყვეობის შემდეგ რეგულარულად სვამდა და რომელიც FILA-მ (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ) იმ წელს, აკრძალულ პრეპარატთა სიაში შეიტანა.

ჩემპიონობის ჩამორთმევამ და 6 თვიანმა დისკვლიფიკაციის შემდეგ პეტრიაშვილმა 2-2 ჯერ მოიგო მსოფლიოს (2013, 2015) და ევროპის ჩემპიონატების (2013, 2017) ბრინჯაო. 2016 წელს, პირველად კარიერაში ევროპის ჩემპიონი გახდა. რიოს ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა. გაგრძელება