"სირ­ცხვი­ლია, ლელა წურ­წუ­მია, ყვე­ლა ექიმ­თან, ყვე­ლა ექთან­თან და სტუ­დენ­ტთან ვინც თქვენს გამო ამ დღის გამო და­მა­ტე­ბით უნდა ამო­ი­ხუ­თოს სკა­ფან­დრში! ნული პა­ტი­ვის­ცე­მა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს" - კვირის პალიტრა

"სირ­ცხვი­ლია, ლელა წურ­წუ­მია, ყვე­ლა ექიმ­თან, ყვე­ლა ექთან­თან და სტუ­დენ­ტთან ვინც თქვენს გამო ამ დღის გამო და­მა­ტე­ბით უნდა ამო­ი­ხუ­თოს სკა­ფან­დრში! ნული პა­ტი­ვის­ცე­მა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს"

"სირცხვილია ყველა ექიმთან, ვინც ამ დღის გამო დამატებით უნდა ამოიხუთოს სკაფანდრში" - რა ხდებოდა ბათუმში, სადაც ლელა წურწუმიამ ხალხმრავალი კონცერტი გამართა

მაშინ, როდესაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კატასტროფის ზღვარზეა, ბათუმში ცხოვრება დუღს. Aმბები.გე-ზე არაერთი სტატია გამოქვეყნდა იმის შესახებ, თუ როგორ არის გადატვირთული სანაპიროები და როგორც დამსვენებლები, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლები არ იცავენ ქვეყანაში ამ ეტაპზე დაწესებულ შეზღუდვებს.

დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში 3 344 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საწოლფონდი ქვეყანაში გადატვირთულია და 7 000-მდე საწოლიდან 6400 დაკავებულია. მინისტრის პირველი მოადგილე ასევე გამოეხმაურა ბათუმში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.

მისი შეფასებით, ვიდეოები და ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება საგანგაშოა.

გუშინ საღამოს ბათუმის ბულვარში მომღერალმა ლელა წურწუმიამ სოლო კონცერტი გამართა. საღამოს უამრავი ადამიანი დაესწრო და როგორც კონცერტიდან გავრცელებული კადრებიდან ჩანს, მაყურებლებიდან დისტანციას არავინ იცავდა. მომღერლის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარე ლაივს სოციალურ ქსელში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

ვიდეოს ბმული უამრავმა ადამიანმა გააზიარა, რომლებიც წერდნენ:

"ამ კონცერტებიდან რომ ჩამოხვალთ და იწუწუნებთ ნიღაბზე, ადგილებზე კლინიკაში, უმუშევრობაზე, სიკვდილიანობაზე, თითს გაიშვერთ სხვისკენ კარგად გაიხსენეთ ეს ქცევა! სირცხვილია, სირცხვილია, ლელა წურწუმია, ყველა ექიმთან, ყველა ექთანთან და სტუდენტთან ვინც თქვენს გამო ამ დღის გამო დამატებით უნდა ამოიხუთოს სკაფანდრში! ნული პატივისცემა ორგანიზატორებს. საქართველოს მთავრობა ძალიან მწყდება გული, იმის სიმტკიცე არ გაგაჩნიათ, რომ უბრალოდ აკრძალოთ!"

"კონცერტი სრული რეგულაციების დაცვით... ვაი ჩვენს პატრონს. ამდენი უტვინობის ყურება აღარ შემიძლია. გამახსენეთ დღეს რა დღეა? გამახსენეთ რამდენი ინფიცირებული და გარდაცვლილია ბოლო კვირაში, ამათგან არავის აქვს უფლება დაინფიცირების შემთხვევაში მოითხოვოს ჩვენს ხარჯზე საწოლფონდი და უფასო მკურნალობა. ხო, 14-შიც დააანონსა იგივე..."

"პანდემია დასრულდა. გიხაროდენ!!! სექტემბრიდან კვლავ ვერ წავლენ ბავშვები ბაღებსა და სკოლებში. კვლავ ჩავიკეტებით. კვლავ დისტანციურად მოგვიწევს მუშაობა და ვიტრიალებთ ასე წრეზე. ზოგი ასე აფიშირებულად გულაობს, ზოგი თავისთვის "ჩუმად" სახლებსა და რესტორნებში და ჩემნაირი "დებილები" კვლავ ნიღბებით დადიან ქუჩაშიც კი გარდაცვლილებისა და ინფიცირებულების რაოდანებასა და ჯანდაცვის კოლაფსზე არაფერს დავწერ, ისედაც ყველა სქროლავთ ნიუსებს…"

"კომენტარებშიც დავუწერე, მაგრამ ლელა წურწუმიას ისედაც გადაეცით, რომ ომის დაწყების უმძიმეს თარიღს ასეთ ტაშფანდურს არ ამთხვევენ. ელემენტარული პატივისცემის ამბავია. კოვიდზე, რეგულაციების ფეხზე დაკიდებასა და უპასუხისმგებლობაზე არაფერს ვამბობ. მერე გამოვლენ და "არტიშტებს უმჯიმესი პერიოდი გვაქვსო" იტყვიან..."

კრიტიკულ კომენტარებს გუშინდელ კონცერტთან დაკავშირების, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რეპერი ლექს სენი.

"მეგობრებო! ჩვენო მსმენელებო და გულშემატკივრებო! არ აყვეთ და არ უსმინოთ აქ მრავალ ენის ქავილით შეპყრობილ მავნებლებს, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ შიშის განცდას თურმე კოვიდი კონცერტებიდან აქტიურდება,არა სიცრუეა! ჩვენი გუნდის ყველა წევრი აიცრა სწორედ იმიტომ რომ თქვენ შეგიქმნათ უსაფრხო გარემო! განაგრძეთ კითხვა