"ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა - კვირის პალიტრა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა. მერობის კანდიდატები "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დაასახელა.

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატები რეგიონებში იქნებიან:

სენაკი - კობა ნაყოფია

ოზურგეთი - ირაკლი ღლონტი

ჩოხატაური - ნონა სიხარულიძე

წალენჯიხა - გია ხარჩილავა

ჩხოროწყუ - ბადრი ქარჩავა

ონი - ვაჟა ცეცაძე

ცაგერი - მადონა ბენდელიანი

წყალტუბო - ზაზა მეტრეველი

ტყიბული - ბესიკ ზოსიაშვილი

ბაღდათი - გიორგი რობაქიძე

ხარაგაული - დავით მაღლაფერიძე

საჩხერე - ირინე გრძელიშვილი

ახალციხე - დავით ბალიაშვილი

ახალქალაქი - მელიქ რაისიანი

ნინოწმინდა - ავაკ ბდოიანი

ბორჯომი - გივი ჯოლბორდი

დუშეთი - ლევან კირკველიშვილი

თიანეთი - ილია არჩემაშვილი

ყაზბეგი - იმედა შიოლაშვილი

მარნეული - ელდარ მუსტაფაევი

ბოლნისი - ვახტანგ ჩაგელიშვილი

გარდაბანი - ბესიკ კახაბრიშვილი

წალკა - რუსლან ხუციშვილი

ყვარელი - ალექსანდრე მჭედლიშვილი

ნიკა მელიას თქმით, კოორდინირებული მუშაობა მნიშნველოვანია და "ნაციონალური მოძრაობა" ასევე დაუჭერს მხარს სხვა პარტიების წარმომადგენლებს შემდეგ რეგიონებში:

ლაგოდეხში - ზურაბ ჯაფარიძე; თერჯოლა - ზურაბ ბუცხრიკიძე; ჭიათურა - ნოდარ ჩაჩანიძე; ლანჩხუთში - ლია მუხაშავრია; ხონი - ზურაბ ჯიბუხაია; მესტია - გეგი გულედანი.

შეგახსენებთ, პარტიამ "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში მერობის კანდიდატების ნაწილი 15 აგვისტოს დაასახელა.