გურული მაშველი - კვირის პალიტრა

გურული მაშველი

ამ ზაფხულს ურეკში ვიყავი დასასვენებლად. მშვენიერი ამინდები დაემთხვა, კარგი ზღვა, უამრავი ხალხი, მოკლედ, სასიამოვნო გარემო დაგვხვდა. ერთ საღამოს კი, როგორც იცის ხოლმე ზღვისპირა კურორტებზე, მოულოდნელად მოიღრუბლა, თუმცა წვიმა არ წამოსულა. მიუხედავად ამისა, ხალხი განაგრძობდა ზღვაში ბანაობას. რამდენიმე წუთში ნაპირთან კვადროციკლზე ,,ამხედრებული~” ორი მაშველი მოვიდა, ნაპირს დაუყვა და რუპორით დაიწყო ხალხის გაფრთხილება, შესაძლებელია შტორმი დაიწყოს და ამოდით წყლიდანო... ერთი სამჯერ აიარ-ჩაიარეს, კი ბევრი ამოვიდა წყლიდან, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც არ უჯერებდა მათ. მეოთხე მცდელობის შემდეგ, როცა ერთი მაშველი იძახდა, დატოვეთ ზღვა და ამოდით ნაპირზეო, გაბრაზებულმა მელორ მაშველმა ჩვეული გურული სისხარტით უთხრა: დაანებე, ძამა, თავი, თუ არ ესმით, ქე გამეიტანს ხვალე ყველას...

გიორგი ბ. თბილისი