ქართველი ძალოსნების ტრიუმფი რიოს ოლიმპიადაზე - ოქრო და ბრინჯაო ჩვენია! - კვირის პალიტრა

ქართველი ძალოსნების ტრიუმფი რიოს ოლიმპიადაზე - ოქრო და ბრინჯაო ჩვენია!

ნავსი გატეხილია, როგორც იქნა საქართველომ რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალიც მოიპოვა. 16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნების შეჯიბრი (+105 კგ) გაიმართა, რომელიც ქართველების ტრიუმფით დასრულდა. საქართველოს სახელით მოასპარეზე, 22 წლის ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

მან ფორდეში 6-ივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა "ოქროს" ბიჭმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

გამოსვლა +105 კგ-ში მესამე ადგილზე დაასრულა 32 წლის ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც ასევე 6-ივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა, ჯამში 448 კგ დააფიქსირა (207+241) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ძალოსანთა მთავარი მწვრთენლი თავადაც ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძეა. ქართველი ძალოსნების ტრიუმფის შემდეგ, საქართველოს ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი აქვს.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Georgia’s Lasha Talakhadze sets world record and wins gold at Rio Olympics