"მთელი წლის სამყოფი ბრინჯით, ლუდით, ხორცით, საწვავით და ა.შ. მართლაც დამაჯილდოეს" - კვირის პალიტრა

"მთელი წლის სამყოფი ბრინჯით, ლუდით, ხორცით, საწვავით და ა.შ. მართლაც დამაჯილდოეს"

ექსკლუზივი

"ტოჩინოშინმა" - ლევან გორგაძემ "იმპერატორის თასის" მოპოვების შემდეგ, ჩემპიონის რანგში პირველი ვრცელი ინტერვიუ "კვირის პალიტრას" მისცა.

გთავაზობთ ამონარიდს ლევან გორგაძის ინტერვიუდან, რომელსაც, სრულად "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომერში წაიკითხავთ:

- თასების გარდა, უამრავი სხვადასხვა პრიზით დაგაჯილდოეს. მათ შორის - ძვირადღირებული ავტომანქანით და საათით, მთელი წლის სამყოფი საწვავით და სასმელ-საჭმლით...

- ავტომანქანასთან დაკავშირებული ინფორმაცია არასწორია - არ უჩუქებიათ. ის ავტომობილი, რომელზეც გამარჯვების შემდეგ ვიდექი, სუმოს ფედერაციის არის და მსგავსი ღონისძიებებისთვის გამოიყენება. მთელი წლის სამყოფი ბრინჯით, ლუდით, ხორცით, საწვავით და ა.შ. მართლაც დამაჯილდოეს. მაგრამ მე ამდენი საჭმელ-სასმელი რად მინდა?! კლუბში გამოგზავნიან და მოვიხმართ (გაგრძელება).

ინტერვიუს სრული ვერსია წაიკითხეთ "კვირის პალიტრის" 5 თებერვლის ნომერში