"შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მენატრები" - ვის მიმართა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვების შემდეგ - კვირის პალიტრა

"შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მენატრები" - ვის მიმართა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვების შემდეგ

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის გამარჯვების შემდეგ შვილს მიმართა და უთხრა, რომ ის ძალიან ენატრება.

ასევე მან ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მიყვარხარ და მენატრები. მინდა მანდლობა გადავუხადო გულშემატკივრებს საქართველოში, დიდი მადლობა გვერდით დგომისთვის " - აღნიშნა ბასილაშვილმა დაჯილდოვების ცერემონიაზე.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას 250-იან ტურნირის გამარჯვებულია. ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტის დაუპირისპირდა და დაამარცხა.

მატჩი ორ სეტში 7:6(5), 5:2 დასრულდა.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი აგუტს მეხუთედ შეხვდა და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

აქამდე ტურნირზე ნიკოლოზმა ავსტრალიელ ჯონ მილმანს (6:4, 6:2), ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2,) შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (3:6, 6:1, 7:5) და ამერიკელ ტეილორ ფრიტცს (7:6, 6:1)) სძლია.