"მთავარი კითხვა არის ვეგუებით თუ არა, რუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების მიტაცებას?" - ხოშტარია აბაშიძე-კარასინის საუბრის ჩანაწერზე - კვირის პალიტრა

"მთავარი კითხვა არის ვეგუებით თუ არა, რუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების მიტაცებას?" - ხოშტარია აბაშიძე-კარასინის საუბრის ჩანაწერზე

მთა­ვა­რი კი­თხვა არის, თუ რას ვშვრე­ბით ჩვენ - ვე­გუ­ე­ბით თუ არა ამ პრო­რუ­სუ­ლი, რუ­სუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის მხრი­დან ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის ღა­ლატს და მი­ტა­ცე­ბას? - რა თქმა უნდა, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეს პა­სუ­ხი არის "არა“, - ამის შე­სა­ხებ "დრო­ას“ ლი­დერ­მა, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შე­ა­ფა­სა.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს "არა“ 24 თე­ბერ­ვალს რუ­სეთს, უკ­რა­ი­ნას და მთელ მსოფ­ლი­ოს უნდა უთხრას.

"ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ კა­რა­სი­ნი-აბა­ში­ძის ძა­ლი­ან თბი­ლი მე­გობ­რუ­ლი სა­უ­ბა­რი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზურგს უკან. აქ არის სა­უ­ბა­რი არა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­ზე, არა ჩვენს ოკუ­პა­ცი­ა­ზე, არა ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, არა ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ზე, არა უკ­რა­ი­ნა­ში და­ხო­ცილ ბავ­შვებ­ზე, არა იმ ბო­რო­ტე­ბა­ზე, რა­საც ჩა­დის რუ­სე­თი, არა­მედ ლა­პა­რა­კია რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე რა­ღა­ცა სა­კუ­თა­რი კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ხებ. ასე ხდე­ბა, რო­დე­საც არა­ფორ­მა­ლუ­რი ოლი­გარ­ქი ჩვენს ზურგს უკან რუ­სულ პო­ლი­ტი­კას ატა­რებს.

მთა­ვა­რი კი­თხვა არის, თუ რას ვშვრე­ბით ჩვენ - ვე­გუ­ე­ბით თუ არა ამ პრო­რუ­სუ­ლი, რუ­სუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის მხრი­დან ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის ღა­ლატს და მი­ტა­ცე­ბას? - რა თქმა უნდა, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეს პა­სუ­ხი არის "არა“ და 24 თე­ბერ­ვა­ლი, გან­მსა­ზღვრე­ლი სა­ერ­თოდ და­სავ­ლეთ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო­სი არის ის დღე, რო­დე­საც ეს "არა“ ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად, ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, უნდა უთხრას რუ­სეთს“, - გა­ნა­ცხა­და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის სა­უ­ბა­რი Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავ­რცელ­და. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, აბა­ში­ძე და კა­რა­სი­ნი ახა­ლი მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ. ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, ზუ­რაბ აბა­ში­ძე მას გა­ნუ­მარ­ტავს, რომ ზემო ლარ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით პა­რა­ლე­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გრი­გო­რი კა­რა­სინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბას ადას­ტუ­რებს და აცხა­დებს, რომ ჩა­ნა­წე­რი ორ­ჯერ მო­ის­მი­ნა და სას­კან­და­ლო რა არის, ჯერ ვერ მიხ­ვდა. მი­სი­ვე თქმით, როცა ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იქ­მნე­ბა სა­ზღვარ­ზე სატ­რან­სპორ­ტო თვალ­საზ­რი­სით, მა­შინ ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის უკავ­შირ­დე­ბი­ან და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა.

ასევე ნახეთ: "სასკანდალო რა არის, ვერ მივხვდი" - აბაშიძე--კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ და ზურაბ აბაშიძის განმარტება