უწინ ამ ადგილას მდებარეობდა ანტიკური ქალაქი კერასუნტი, ელინისტურ ეპოქაში კი დასახლებას ფარნაკია ეწოდებოდა - კვირის პალიტრა

უწინ ამ ადგილას მდებარეობდა ანტიკური ქალაქი კერასუნტი, ელინისტურ ეპოქაში კი დასახლებას ფარნაკია ეწოდებოდა

იხილეთ დასაწყისი - ტირებოლუს ციხემდე რომ ავსულიყავით, 120-საფეხურიანი კიბე ავიარეთ

საახალწლო პაუზის შემდეგ კვლავ განვაგრძობ ჩემს სამოგზაურო ბლოგს. ზურგჩანთაში ბევრი წერილია, მაგრამ თხრობისას კვლავ ისტორიული ლაზეთის გზას გავუყვებით, რადგან კიდევ ბევრი ულამაზესი ადგილი უნდა გაგაცნოთ. წინა წერილი გირესუნის პროვინციის ქალაქ ტირებოლუს ციხეს ეძღვნებოდა, იქიდან წამოსულმა მოგზაურთა ჯგუფმა, თამთა ჭანტურიას ხელმძღვანელობით, გეზი იმავე პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრისკენ - ქალაქ გირესუნისკენ ავიღეთ.

გირესუნი ტრაპიზონიდან 175 კმ-ით არის დაშორებული. ტირებოლუს მსგავსად, მასაც აქვს ნავსადგური შავი ზღვის სანაპიროზე, ზოგადად კი, სასოფლო-სამეურნეო რაიონის სავაჭრო ცენტრია.

2-1676280493..jpg

უწინ ამ ადგილას მდებარეობდა ანტიკური ქალაქი კერასუნტი, რომელსაც ძველი ბერძენი ისტორიკოსი და მწერალი ქსენოფონტი ათი ათასი ბერძენი მეომრის ამბის თხრობისასაც იხსენიებს. ელინისტურ ეპოქაში კი დასახლებას ფარნაკია ეწოდებოდა. ჩვენი მიზანი ქალაქის შემაღლებულ ადგილას მდგომი გირესუნის მუზეუმის მონახულება იყო. მუზეუმი მდებარეობს ზეიტინლიკის უბანში, მე-18 საუკუნეში აგებული ისტორიული ბაზილიკის ­- გოგორას ეკლესიაში. შენობა ძველ წყაროებში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიად არის მოხსენიებული. ღვთისმსახურებმა ბაზილიკა 1923 წელს მიატოვეს და 1948-1967 წლებში ციხედ გამოიყენებოდა. მუზეუმად კი იგი ცოტა მოგვიანებით, 1988 წელს გადააკეთეს.

3-1676280511..jpg

4-1676280523..jpg

ეკლესია ეზოშია განთავსებული. ტაძრის მთავარი შესასვლელი დასავლეთიდანაა, მაგრამ სხვა შესასვლელიც აქვს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. ეკლესიის ჩრდილოეთ მხარეს არის შენობა, რომელიც ცნობილი იყო, როგორც "მღვდლის სახლი". 1990-იან წლებში მის ნანგრევებზე აიგო ახალი შენობა, სადაც ახლა მუზეუმის ადმინისტრაციაა განთავსებული. მღვდლის სახლის დასავლეთ კედელთან, ერთმანეთის პარალელურად, ორი მარანია. სარდაფები დღეს საგამოფენო დარბაზებად გამოიყენება.

5-1676280551.jpg
ოსმალური პერიოდი

6-1676280579.jpg
რომაული პერიოდის ზარი
marani-1676280620.jpg
მარანი

უძველესია გირესუნის მუზეუმში გამოფენილი არტეფაქტები - ქვის რელიეფები, იარაღი, ტანსაცმელი და ფულის ნიმუშები ძველი ბრინჯაოს ხანის, ხეთური, ელინისტური, რომაული, ბიზანტიური, სელჩუკებისა და ოსმალეთის ეპოქებიდანაა.

8-1676280648..jpg

9-1676280675.jpg
ბიზანტიის პერიოდის სამკაულები
10-1676280714.jpg
რომაული პერიოდის

აქ ნახავთ ტერაკოტის ფიგურებს, ჭურჭელს, ამფორებსა და მონეტებს. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმის უძველესი ნივთი თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით, ასევე, აქ არის ერიკლიმანის გათხრების ნივთების კოლექციაც.

11-1676280743..jpg

12-1676280780..jpg
ოსმანური პერიოდის სამოსი

ეთნოგრაფიის განყოფილებაში მე-19 საუკუნის ოსმალური ნივთებია, როგორიცაა ტანსაცმელი, სამზარეულოს ტექნიკა, ჰამამის (აბაზანის) ნივთები, იარაღი და ორნამენტები.

13-1676280826..jpg

14-1676280801.jpg

(გაგრძელება იქნება)