"უშენობის მძიმე წელი გავიდა, მამა..." - თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა...
თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა... მისი შვილი - ზაზა მეჭიაური სოციალურ ქსელში მამის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
"უშენობის მძიმე წელი გავიდა, მამა. შენმა გულმა დიდი ტკივილი წაიღო იმქვეყნად. მადლობა, რომ შენი ვაჟკაცობა, შენი ნაკეთები სიკეთე, შენი დანატოვარი სიყვარული ყოველთვის გაგვიძღვება ცხოვრებაში".
შეგახსენებთ, რომ თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა... იგი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა კლინიკაში, კორონავირუსის შემდგომი გართულებებით, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თამაზ მეჭიაური 2012–2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ასევე იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს უთანხმოების გამო დატოვა „ქართული ოცნება“ და დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი იყარა, თუმცა არჩევნებში გამარჯვება ვერ მოიპოვა.
ასევე დაგაინტერესებთ: "მეგობრობაში იერარქიასა და თანამდებობებს მნიშვნელობა არა აქვს" - რას ჰყვებოდა თამაზ მეჭიაური თავის ცხოვრებაზე
"ერთი წელი გავიდა, რაც ზეციურ საქართველოს შეუერთდა ღირსეული ადამიანი მაგარი კაცი ერთგული მეგობარი თავის კუთხეზე და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული მთის შვილი, ჩვენი თამაზ მეჭიაური მარადისობაში გადავიდა და თან წაიღო ჩვენი გულის ნაწილი.
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი, ჩვენ კი გაგვაძლიეროს და სიყვარული მოგვმადლოს მისი სულისთვის მლოცველებს", - წერს ოჯახის ახლობელი.