"ქურ­თუ­კებს ვატ­რი­ა­ლებ­დით ხოლ­მე, რომ ეგებ პუ­რის ფული გვე­პოვ­ნა შიგ­ნით და ჩემ­თვის საჭ­მე­ლი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ..." - რას წერს დათო ტურაშვილის ქალიშვილი? - კვირის პალიტრა

"ქურ­თუ­კებს ვატ­რი­ა­ლებ­დით ხოლ­მე, რომ ეგებ პუ­რის ფული გვე­პოვ­ნა შიგ­ნით და ჩემ­თვის საჭ­მე­ლი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ..." - რას წერს დათო ტურაშვილის ქალიშვილი?

იხილეთ ინფორმაცია - როგორია დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამბობს მწერლის ქალიშვილი?

სტატუსი გამოქვეყნებულია 17 მარტს

მწე­რა­ლი დათო ტუ­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც 7-8 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო ხე­ლისფლე­ბა მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წილ­მა კრი­ტი­კის ქარ-ცე­ცხლში გა­ა­ტა­რა. დათო ტუ­რაშ­ვი­ლი შვი­ლი, ანა­კო ტუ­რაშ­ვი­ლი მა­მის მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს "ფე­ის­ბუქ­ში" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"შე­ვარ­დნა­ძის დროს, სა­ღა­მო­ო­ბით სა­დარ­ბა­ზოს­თან გვე­ლო­დე­ბოდ­ნენ ხოლ­მე ვი­ღაც კა­ცე­ბი. ჩას­ვამ­დნენ ხოლ­მე იმ უკუ­ნეთ დროს მა­მა­ჩემს მან­ქა­ნა­ში და მიჰ­ყავ­დათ. მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მახ­სოვს. მე და დედა სახ­ლში ვე­ლო­დე­ბო­დით ხოლ­მე. ისიც ყო­ველ­თვის ბრუნ­დე­ბო­და.

სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­საც მიჰ­ყავ­დათ ხოლ­მე ასე, ან ურე­კავ­დნენ, ან მო­დი­ოდ­ნენ და ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ.იქი­და­ნაც ყო­ველ­თვის ბრუნ­დე­ბო­და.არა­სო­დეს არ მახ­სოვს რო­მე­ლი­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ში­ნე­ბო­და და ამის გამო გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო. ახ­ლაც ასეა და სა­სა­ცი­ლოა ვინ­მემ მა­მა­ჩემს მო­კი­თხოს, რას აკე­თებ­და რო­მე­ლი­მე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, მარ­თლა სა­ა­ცი­ლოა.

არც ახლა ეში­ნია და ამა­ში გაზ­რდილს, ალ­ბათ ამი­ტო­მაც არც მე არა­სო­დეს შემ­ში­ნე­ბია და არც ახლა მე­ში­ნია. სი­მარ­თლე და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი როცა შენ მხა­რე­საა, არა­სო­დეს გე­ში­ნია. ერ­თა­დერ­თი, რი­სიც მე და ჩემს ოჯახს გვე­ში­ნია ხოლ­მე, ისაა რომ ამ ქვეყ­ნის გამო ერთხე­ლაც გული გა­უს­კდე­ბა, რად­გან ეს უკვე ორ­ჯერ ვნა­ხეთ. რე­ე­ბით აშა­ვე­ბენ თან, რა მხედ­რი­ო­ნი, რა ავ­ტო­მა­ტი, რა ფული? მა­მა­ჩემს ვინც იც­ნობთ კი იცით რომ ია­რა­ღის ჭე­რის აზ­რზე არაა. და მე­ო­რე რი­თაც აშა­ვე­ბენ, რომ ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს არ­ხე­ი­ნად ცხოვ­რობ­დაო.

ქურ­თუ­კებს ვატ­რი­ა­ლებ­დით ხოლ­მე, რომ ეგებ პუ­რის ფული გვე­პოვ­ნა შიგ­ნით და ჩემ­თვის საჭ­მე­ლი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და რო­დის ვხე­ი­რობ­დით იქ­ნებ მეც გა­მა­გე­ბი­ნოთ?კე­თი­ლი ხალ­ხის გვერ­დში დგო­მით და მა­მა­ჩე­მის თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი ლუკ­მა პუ­რით ვართ გაზ­რდი­ლე­ბი მეც და ჩემი დე­ბიც და რა­ვი­ცი აბა, განა არ გვინ­დო­და მა­მა­ჩემს ერთი-ორი კა­პი­კი გა­ე­წია და ერთი-ორი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა მა­ინც და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ჩვენ­თვის, გა­ვა­ქი­რა­ვებ­დით, პურს შევ­ჭამ­დით, ვი­გუ­ლა­ვებ­დით, რა­ვი­ცი მხარ­და­ჭე­რის­თვის ყვე­ლას მად­ლო­ბა, და­თოს სოც ქსე­ლე­ბი არ აქვს და გთხოვთ მაქ­სი­მა­ლუ­რად არ მი­ა­წო­დოთ ის ამ­ბე­ბი რაც აქ ხდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი არ იცის და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის და ნერ­ვე­ბის ამ­ბა­ვი კი იცით დაგ­ვა­ნე­ბეთ თავი პლზ წავ­ლენ ესე­ნიც, ამა­თი დროც მოვა, ხალ­ხი ბრძე­ნია" - წერს ანა­კო ტუ­რაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში".