"სამი ათეული წელი არასტაბილურობისა და შიდა დაპირისპირების წრეში ტრიალი უკვე პასუხია: საქართველოში სხვადასხვა დონისა და " დაშიფვრის" ასეულობით რუსეთის ჯაშუში მოქმედებს..."
ნაწყვეტი ბესიკ ალადაშვილის ბლოგიდან - "სპეცსამსახურები"
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან უკონტროლოდ ათასობით ადამიანი შემოვიდა ჩვენთან. მათ შორის რამდენი დარჩება მუდმივად საქართველოში და მათგან რამდენია "არალეგალური ჯაშუში", არავინ იცის. საფრთხე კი ძალზე რეალურია. ყველა ქვეყანაში რუსეთის დაზვერვის "არალეგალების” მთავარი ამოცანა იყო და არის : აგენტების გადაბირება, საიდუმლო დოკუმენტაციის ხელში ჩაგდება, აგენტებს შორის ოპერატიული კავშირის უზრუნველყოფა, პოლიტიკური მკვლელობების და დივერსიების მომზადება და ჩატარება და ა.შ.
დღევანდელი მდგომარეობა ძალზე ხელსაყრელია რუსეთის სპეცსამსახურებისთვის: მათ შუძლიათ მესამე ქვეყნების (პირველ რიგში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების) წინააღმდეგ ოპერაციებისთვის თბილისი საკუთარ "სადაზვერვო ჰაბად" აქციონ. სამწუხაროდ ამ მხრივ ძალზე დიდი პერსპექტივები აქვთ. რას ვუპირისპირებთ რუსეთის "ჰიბრიდულ აგრესიას"? - ეს პირველი კითხვა.
მეორე კითხვა კი ისაა, თუ რამდენი რუსეთის აგენტი მოქმედებს დღეს საქართველოში პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და ა.შ. გადაწყვეტილების მიმღებ წრეებში? ან თუნდაც ჩვენ სპეცსამსახურებში? სამწუხაროდ სამი ათეული წელი არასტაბილურობისა და შიდა დაპირისპირების წრეში ტრიალი უკვე პასუხია: საქართველოში სხვადასხვა დონისა და " დაშიფრვის" ასეულობით რუსეთის ჯაშუში მოქმედებს. ზოგი შეგნებულად, ზოგი კი "სასარგებლო იდიოტის" რანგში.
პ.ს. არ მინდა "პუტინის ფანებმა" დიდხანს ინერვიულონ და მათ "დასამშვიდებლად" ვიტყვი: რუსმა ჯაშუშმა ქალბატონმა "ირინა-მარიამ" ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარში მოახერხა ათენიდან გაქცევა და ახლა ალბათ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის რომელიმე დახურულ სანატორიუმში "იშუშებს ჭრილობებს". შემდეგ კი ისევ მოგვევლინება, შესაძლოა თბილისშიც გახსნას პატარა პიცერია და მიამიტ ქართველებს თავი შეგვაცოდოს, ახლა უკვე "პუტინის რეჟიმთან" ან "ბატკას დიქტატურასთან" მებრძოლი დისიდენტის ან თუნდაც უკრაინიდან ლტოლვილის მოპარული ბიოგრაფიით. ჩვენ კი ვენდობით. ჩვენ ხომ ყველა "დაჩაგრული" გვიყვარს! წაიკითხე სტატია სრულად
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს