სპელეოლოგიური გამოფენა ჭანეთის მთებში, სახელწოდებით "ქვესკნელის მხატვრობა" - კვირის პალიტრა

სპელეოლოგიური გამოფენა ჭანეთის მთებში, სახელწოდებით "ქვესკნელის მხატვრობა"

იხილეთ დასაწყისი - თორულის შუშის ხიდში "გატარებული" ლაზეთი

თორულის გადასახედს დავემშვიდობეთ და გზა კვლავ გუმუშჰანეს პროვინციაში განვაგრძეთ, ისტორიული ჭანეთის მთებში კარაჩას მღვიმე უნდა დაგვეთვალიერებინა. ამ მღვიმეს, თურმე, გუმუშჰანეს მიმალულ გვირგვინსაც კი უწოდებენ. რატომ? ამას მხოლოდ მღვიმის მონახულების შემდეგ მივხვდით.

2-1679757678.(2).jpg

3-1679757693.(16).jpg

ეს მიწისქვეშა სასახლე ზღვის დონიდან 1550 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, თორულის სოფელ ჩებელში. მანქანა ცოტა დაბლა გავაყენეთ და გზას ფეხით ავუყევით, აქეთ-იქით - თურქი მოვაჭრეების დახლებს შორის. ბევრი მღვიმე მინახავს, მაგრამ ეს მართლაც ულამაზესი აღმოჩნდა.

4-1679757720.(16).jpg

5-1679757746.(16).jpg

ვულკანური ქანებით გარშემორტყმული სპელეოლოგიის იდუმალი სამყარო - გამოფენა სახელწოდებით "ქვესკნელის მხატვრობა" საოცარ, მისტიკურ გარემოს ქმნიდა და ისეთი ნაღვენთი ფორმები მხვდებოდა, მეგონა, უძველესი სასახლის დარბაზიდან დარბაზში გადავდიოდი და თვალწინ ბიბლიური ეპიზოდები მიცოცხლდებოდა.

6-1679757839.(16).jpg
ირინე ხვედელიძე

7-1679757811.(15).jpg

აქაურ ფერად, ხალიან სტალაქტიტებს და სტალაგმიტებს ათასნაირი ფორმა აქვთ. დავსეირნობდით მიწისქვეშა სასახლეში და გვხვდებოდა - ქვის დაწნული ფარდები, ყვავილები, მარგალიტები, სპილოს ყურები, ტრავერტინის აუზები, ტრავერტინის საფეხურები, სვეტები, ვარდები და კიდევ ათასნაირი "საგნები".

8-1679757875.(15).jpg

10-1679757907.(10).jpg9-1679757897.(11).jpg

არ შევმცდარვარ, დარბაზები რომ ვახსენე, რადგან როგორც შევიტყვე, სინამდვილეშიც "მიწისქვეშა სასახლე" ოთხი ცალკეული დარბაზის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულა და ელიფსის ფორმა მიუღია. თუ ლაზეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ, აუცილებლად ინახულეთ ეს მღვიმე, დარწმუნებული ვარ, ვისაც მღვიმეებში სტუმრობა გიყვართ, უთუოდ მოიხიბლებით.

11-1679757932.(8).jpg
მზია ეგიაშვილთან ერთად

(გაგრძელება იქნება)