"ცნობილია, რომ მეორე ოჯახიც ჰყავს...ითქვა, რომ ბუნკერიანი საიდუმლო რეზიდენციაც აქვს, სადაც საიდუმ­ლო შეხვედ­რებსაც მართავს - პუტინს პარანოია დაეწყო" - კვირის პალიტრა

"ცნობილია, რომ მეორე ოჯახიც ჰყავს...ითქვა, რომ ბუნკერიანი საიდუმლო რეზიდენციაც აქვს, სადაც საიდუმ­ლო შეხვედ­რებსაც მართავს - პუტინს პარანოია დაეწყო"

პირველად ქართულ მედიაში, გაზეთ "კვირის პალიტრის" ახალ ნომერში გამოქვეყნებულია ინტერვიუ რუსული სპეცსამსახურის კაპიტან გლებ კარაკულოვთან, რომელსაც პუტინის საიდუმლო კომუნიკაციების უზრუნველყოფა ევალებოდა, სათაურით - "პუტინს პარანოია დაეწყო".

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კაპიტანი გლებ კარაკ­ულოვი ერთ-ერთი მათგანია, ვინც რუსეთიდან თურქეთში, იქიდან კი დასავლეთში გადავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- მის ოჯახზე საუბარი აკრძალული იყო?

- დიახ, თუმცა ცნობილია, რომ მეორე ოჯახიც ჰყავს, მაგრამ ისინი არც ერთ ოფიციალურ მიღებაზე არ მინახავს. რამდენიმე წლის წინ ვიზიტისას რამდენჯერმე თან ახლდა ოფიციალური­ ცოლი. ცნობილია, რომ სხვა ქალისგან ჰყავს­ შვილები...

ომის პირველ დღეებში უამრავი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ოჯახი, საყვარელი ადამიანები ვალდაის ტბის მახლობლად გახიზნა და იქ სპეცეკიპაჟით მიდიოდა. ითქვა, რომ ბუნკერიანი საიდუმლო რეზიდენციაც აქვს, ყველანაირი ინფრასტრუქტურით, სადაც საიდუმ­ლო შეხვედ­რებსაც მართავს.­ ერთი ვერსიით, ყაზახეთშიც­ აქვს ბუნკერი. ამბობენ, რომ ძალიან აინტერესებს "უცხოური ზარები", ვინ, სად, ვისთან და რამდენად ხშირად რეკავს. არსებობს კაბინა, სადაც საკვანძო ფიგურების საუბრები­ ისმინება, იგივე ეხება ინტერნეტკავშირებსა და მიმოწერებს. ბუნკერის არსებობის შესახებ პანდემიის დროსაც იყო საუბრები.­ ისევე, როგორც თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ წყალქვეშა ნავებზე...

ამდენი წელი გავატარე ამ სამსახურში, თითქოს ყველა სცენარი ჩემს თვალწინ იწერებოდა, მაგრამ მაინც არ ველოდი, რომ ომს დაიწყებდნენ. როგორც შემდეგ თქვეს, "უეცრად გადაწყდა", რომ ეს ყველაზე­ სწორი ნაბიჯი იყო. 24 თებერვლის ღამეს მუცლის არეში საშინელი ტკივილი დამეწყო.­ ექიმებმა­ მითხრეს, აპენდიციტის შეტევაა და სასწრაფო ოპერაცია გჭირდებაო, თუმცა სხვები ირწმუნებოდნენ, რომ სხვა ორგანოს შეტევა იყო და მკურნალობა მჭირდებოდა. კვლევებსა და მკურნალობაში სამი თვე გავიდა და ის პირველი თვე, რომელსაც ჩემი კოლეგები ჩუმად "ყველაზე საშინელს" უწოდებდნენ, საავადმყოფოში გავატარე. ყველა გაოცებული ჰყვებოდა უკრაინელების წინააღმდეგობაზე. მართლა ეგონათ, რომ ხელისუფლება აიძულებდა მოს­ახლეობას, თორემ­ თავად ჩვენთან უნდოდათ. თუ ჩვენს ძალას დაინახავდნენ, თავს დაცულად იგრძნობდნენ­ და ყველაფერი რამდენიმე დღეში დასრულდებოდა. ელიტას არც უფიქრია, რომ ეს ომი მათ ოჯახებშიც შევიდოდა, ვგულისხმობ სანქციებს, მობილიზაციას... როდესაც სამსახურში დავბრუნდი, მივხვდი, ნაწილი უკმაყოფილო იყო, ნაწილი კი ტრაფარეტულად ამბობდა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და განგაშის საფუძველი არ იყო. დეტალურად ვიცოდი, რაც უკრაინაში ხდებოდა, როგორ იბრძოდნენ, რაზე მიდი­ოდა მოსახლეობა მტრის შესაჩერებლად და ამ დროს კრემლის გეგმები, სცენარები, პროპაგანდის გაძლიერების საშუალებაზე გაცხარებული მსჯელობა ამაზრზენი იყო. როგორც ამბობდნენ, "პირველი გარდატეხა მომხდარი იყო", ახლა ახალი ძალებით უნდა ემოქმედათ. ლაპარაკი იყო მოსახლეობის დაინტერესებაზე, ამას კი წინა პირობები სჭირდებოდა. მალე გამოცხადდა კიდეც მობილიზაცია...

უკვე დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ უნდა წამოვსულიყავი სამსახურიდან, მაგრამ ეს ადვილი არ იქნებოდა. მიზეზებზე ვფიქრობდი, თუ როგორ უნდა გავსულიყავი თადარიგში, თუმცა არც ამით ვიქნებოდი ომში წასვლისგან დაცული. ამასობაში გავიგე, რომ მივლინებით ასთანაში მიშვებდნენ. საეჭვო რომ არ ყოფილიყო, მეუღლე არ გამომყოლია, ის ასთანაში ერთი კვირის­ შემდეგ, შვილთან ერთად ჩამოვიდა. ყველაფერი ახლობლებს დავუტოვეთ, ჩვენი წლების ნაშრომი რამდენიმე ჩანთაში ჩავატიეთ. მთავარი გადარჩენა და შვილისთვის მშვიდი მომავლის შექმნაა. არ მინდა, მან ისეთ ქვეყანაში იცხოვროს, რომლის ხსენებაზეც ყველას სიკვდილი, ნგრევა და ოკუპაცია ახსენდება. ჩემი წარსული ჩემთვისაც უდიდესი ტვირთია. წამოვედი იმ მიზნით, რომ ერთ დღესაც ყველაფერს ჟურნალისტებს მოვუყვებოდი და მსოფლიოს გავაგებინებდი, რას სახიფათოა რუსეთი... ერთსულოვანი მხარდაჭერა იმ გუნდშიც აღარ არის, რომელიც პირველ ხანებში ხელებს იფშვნეტდა, ამბობდა, კიევი ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა დაგვებომბა და ეს სხვა "ურჩი ქვეყნებისთვისაც" სამაგალითო იქნებოდა, რომლებმაც ამასობაში ისარგებლეს და დასავლეთისკენ დაწინაურდნენო. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად