"ყველაფრისთვის მზად ვარ, აქა  ვარ, არსად არ მივდივარ...ვემსახურები საქართველოს" - თეა გოდოლაძის კომენტარი - კვირის პალიტრა

"ყველაფრისთვის მზად ვარ, აქა  ვარ, არსად არ მივდივარ...ვემსახურები საქართველოს" - თეა გოდოლაძის კომენტარი

დღეს "კურიერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. ინფორმაციით, პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს და თეა გოდოლაძეს 2000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება.

თეა გოდოლაძის განცხადებით, ის ყველაფრისთვის მზად არის და აცხადებს, რომ სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის თავის აზრს დააფიქსირებს.

"მე ყველაფრისთვის მზადავარ, აქა ვარ, არსად არ მივდივარ...ყველას დიდი მადლობა, მე არსად არ მივდივარ და სხვაგვარად არ ძალიმძს. რა პლათფორმაზეც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო, მე ჩემს აზრს ყოველთვის დავაფიქსირებ. მე არავის სამსახურში არ ვარ, მე ვემსახურები საქართველოს. იმდენი ადამიანი გარდაიცვალა და ისეთი ტრაგედიები მოხდა, ამის დრო ნამდვილად არ იყო და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამის გამო. სამი შვილის მამის და მეუღლის ტრაგედიასთან შედარებით არაფერი არ არის და ბოდიში, რომ საზოგადოება დღეს ამაზე მოცდა,“ - განაცხადა თეა გოდოლაძემ "ფორმულას" ეთერში.

"არასრულწლოვანზე ძალადობის კვალი არ დაფიქსირდა... თეას თავად დასჭირდა ექიმების დახმარება" - რას ამბობს გოდოლაძის ადვოკატი არასრულწლოვანის უფლებადამცველის ბრალდებაზე?

"პარტნიორმა მამაკაცმა ჩემზე იძალადა და ათქმევინეს, რომ მე ვიძალადე მის 17 წლის შვილზე" - თეა გოდოლაძე პროკურატურას "საქმის შეკერვაში" ადანაშაულებს