უხვი ნალექი, ადიდებული მდინარეები, ჩამოწოლილი მეწყერი, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები, ხიდები, გზები - ფოტოკოლაჟი გურიის სტიქიიდან
გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. სტიქიის ადგილებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
უახლესი ინფორმაციით, მაშველები 3 ადამიანს ეძებდნენ, საიდანაც ორი უკვე ნაპოვნია. 1 გარდაცვლილი ბავშვია, კიდევ ერთ მოზარდს კი ჯერ კიდევ ეძებენ.
მაშველებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შედეგად, 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ სილაურში მოხუცი ქალის საცხოვრებელი სახლი წუხელ განვითარებულმა მეწყერმა მთლიანად გაანადგურა. სტიქიის დროს ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა.
სოციალურ ქსელში გურიიდან უამრავი ვიდეო და ფოტო ვრცელდება, სადაც ჩანს როგორაა მდინარეები ადიდებული და დაიტბორა სახლები.