დოლიძის ქუჩაზე მომხადრი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები, რომლებიც ამ დროისთვის გახდა ცნობილი - კვირის პალიტრა

დოლიძის ქუჩაზე მომხადრი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები, რომლებიც ამ დროისთვის გახდა ცნობილი

დოლიძის ქუჩაზე მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა.

პოლიცეილმა ყო­ფი­ლი ცოლი და სი­დედ­რი შვი­ლე­ბის თვალ­წინ მოკ­ლა. შემ­თხვე­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 12:00 სა­ათ­ზე მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის დროს ბი­ნა­ში, სი­დედ­რის, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გარ­და კი­დევ ერთი პირი იმ­ყო­ფე­ბო­და. და­ნა­შა­უ­ლი ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღით არის ჩა­დე­ნი­ლი. მომ­ხდა­რის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და და ის ამ­ჟა­მად ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

მოკ­ლუ­ლი ვე­რი­კო ქუმ­სი­აშ­ვი­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რებ­ლად ახა­ლი გა­და­სუ­ლი იყო. მას ქა­დე­იშ­ვილ­თან 2 არას­რულ­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და.

მეზობელი პალიტრავიდეოსთან ამბობს, რომ მომხდარის შესახებ ბავშვებისგან შეიტყო, რომლებიც დახმარებას ითხოვდენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები ნათლიამ წაიყვნა, რადგან საქართველოში არავინ ჰყავთ. დედისა და ბებიის დაკრძალვის შემდეგ კი სოციალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.ახლობლის თქმით, ვერიკომ და გურამმა ხელი პირველ აგვისტოს გააწერეს.

წაიკითხეთ უფრო მეტი - "მზრუნველი მამა ჩანდა, ბავშვებს ხშირად აკითხავდა სკოლაში... ორი ვერსიაა, რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია..." - რას ჰყვება ახლობელი

"პოლიციელი, რომელმაც დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა 2018 წლის ივლისში დაითხოვეს უწყებიდან, თუმცა მაშინდელმა მინისტრმა ის თანამდებობაზე იმავე წელს აღადგინა"

"ტრაგედია ვერიკოს დედის სახლში დატრიალდა...." - რას ჰყვება დოლიძის ქუჩაზე მოკლული დედა-შვილის ახლობელი?