"რამ გადაგვარჩინა? რატომ იყო ჯერ ხმა და მერე რხევა?" - სეისმოლოგი მიწისძვრასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"რამ გადაგვარჩინა? რატომ იყო ჯერ ხმა და მერე რხევა?" - სეისმოლოგი მიწისძვრასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

დღეს, 24 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლი­სის დრო­ით დი­ლის 08:00 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წისძვრა მოხ­და. დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეპი­ცენ­ტრი ქა­ლა­ქი მცხე­თა იყო. ძლი­ე­რი ბიძ­გე­ბი იგ­რძნო­ბო­და თბი­ლის­ში. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გა­ი­გეს ასე­ვე აფეთ­ქე­ბის მსგავ­სი ხმა. მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბის სიმ­ძლავ­რემ 4.7 მაგ­ნი­ტუ­და შე­ად­გი­ნა.

ასე­თი სიმ­ძლავ­რის მი­წის­ვრა სა­შუ­ა­ლო­ზე სუს­ტად მი­იჩ­ნე­ვა, თუმ­ცა ბიძ­გე­ბი მძაფ­რად იგ­რძნო­ბო­და. ამ თე­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ლაშა სუ­ხიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუქ­ში წერს"

დღე­ვან­დე­ლი მი­წისძვრა თბი­ლის­თან იყო უფრო ძლი­ე­რი (4.7), ვიდ­რე 2002 წლის აპ­რი­ლის (4.5).

"რამ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა?

1. დღე­ვან­დე­ლის ეპი­ცენ­ტრი იყო თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე ახლო უბ­ნე­ბი­დან 10+ კმ-ში (შო­რე­ბი - 20+ კმ), 2002 იყო თბი­ლის­ში;

2. დღე­ვან­დე­ლის ჰი­პო­ცენ­ტრი (სიღ­რმე) იყო ღრმა, მოხ­და 27 კმ სიღ­რმე­ზე და რხე­ვა ზე­და­პირ­ზე ამოს­ვლამ­დე შე­და­რე­ბით და­ცხრა.

რა­ტომ იყო ჯერ ხმა და მერე რხე­ვა?

მი­წისძვრი­სას მო­დის რამ­დე­ნი­მე ტალ­ღა. პირ­ვე­ლი ტალ­ღა P (რო­მე­ლიც სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა) იწ­ვევს ამ ხმას, მე­ო­რე ტალ­ღა S იწ­ვევს იმ რხე­ვას რო­მელ­საც აღ­ვიქ­ვამთ, კი­დევ სხვა ტალ­ღე­ბი­ცაა, მაგ­რამ არა­უ­შავს. და სა­ერ­თოდ, 4.7 არის სა­შუ­ა­ლო­ზე სუს­ტი მი­წისძვრა, ამი­ტომ მას­ზე “რამ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა” კი­თხვა წე­სით უად­გი­ლოა.

მაგ­რამ თბი­ლის­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ნა­გე­ბო­ბე­ბის ხა­რის­ხის გამო, ეგეც კი ძა­ლი­ან გვა­ში­ნებს. ასე­ვე, კარ­გია რომ წვი­მე­ბის გავ­ლილ “სე­ზონს” დრო­ში აცდა", - წერს სუ­ხიშ­ვი­ლი.

წაიკითხეთ, ასევე:

"მაგნიტუდას დავხედე. კიდევ კარგი ერთი ერთეულით მეტი არ იყო" - რას წერს თეა გოდოლაძე?

საქართველოში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა - სად იყო ეპიცენტრი

"ეს ბზარი იყო აქ?!" - "რიკოთის მთები" ანუ... დაბზარული სახლები და ცხოვრება მეწყერთან ერთად! - რა ხდება მშენებარე ავტობანზე