მეცნიერები გვაფრთხილებენ - ქარიშხლები დედამიწაზე სულ უფრო მეტად გახშირდება
მკვლევართა თქმით, თუ ადამიანი საკუთარ ქცევას არსებითად არ შეცვლის, ამინდი მსოფლოში, სულ უფრო მეტად ექსტრემალური გახდება.
ამერიკელი მეცნიერების ინფორმაცით, ბოლო ხანს ქარიშხლები საგრძნობლად ძლიერდება. მათთვის წინასწარ მომზადება კი, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება.
ახალ კვლევაში მეცნიერებმა შეადარეს, თუ როგორ იცვლებოდა ქარის სიჩქარე ატლანტიკური ქარიშხლების დროს 1970 - 2020 წლებში. კვლევის თანახმად, ბოლო ხანს მათი სიძლიერე 42,3%-დან 56,7%-მდე გაიზარდა.
გამოცემა Newsweek-ის სტატიშია ნათქვამია, რომ მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ სუსტი ქარიშხლის ალბათობა ერთსა და იმავე პერიოდებში 3,23%-დან 8,12%-მდე გაიზარდა. ქარიშხლები განსაკუთრებით ძლიერი ხდება შეერთებული შტატების ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და კარიბის ზღვაში.