"წავიდა და დაასრულა დიდი ეპოქა... ლეგენდარული თაობის უკანასკნელი მოჰიკანი" - თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"წავიდა და დაასრულა დიდი ეპოქა... ლეგენდარული თაობის უკანასკნელი მოჰიკანი" - თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა

ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი თენ­გიზ არჩვა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის პრო­დი­უ­სე­რი, დი­მიტ­რი ღვთი­სი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

"წა­ვი­და დიდი ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტი! დიდი ქარ­თვე­ლი! ძა­ლი­ან დიდი! ჩემი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი!!!" - წერს დი­მიტ­რი ღვთი­სი­აშ­ვი­ლი.

"წავიდა... უდიდესი კაცი და არტისტი... წავიდა და დაასრულა დიდი ეპოქა... უკანასკნელი იყო... იმ ლეგენდარული თაობის უკანასკნელი მოჰიკანი...თენგიზ არჩვაძე 1932 - 2023" - წერს სანდრო ელოშვილი.

თენ­გიზ არჩვა­ძე 1932 წლის 3 აგ­ვის­ტოს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 1955 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი.

1954 წლი­დან კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია; 1967-1972 წწ. რუს­თა­ვის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი; მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია: "მოკ­ვე­თი­ლი", "დედა", "ღა­ლა­ტი", "თვა­ლი პა­ტი­ო­სა­ნი", "როცა ქა­ლაქს სძი­ნავს" "მე ვხე­დავ მზეს", "დღის წეს­რიგ­შია ერთი სა­კი­თხი", "კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე", "30 აგ­ვის­ტო", "ჯორ­და­ნო ბრუ­ნო" და სხვ. 1960 წლი­დან კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" მსა­ხი­ო­ბი;

გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მებ­ში: თა­მა­ზი ("კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი", 1961), ზაზა ("ერთი ცის ქვეშ", 1961), გუ­გუა ("ხე­ვის­ბე­რი გოჩა", 1964), "ხევ­სუ­რუ­ლი ბა­ლა­და" (1965), არ­სა­კი­ძე ("დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა", 1969), მუშ­ნი ზა­რან­დია ("დათა თუ­თაშ­ხია", 1977), და­თი­კო ("მე ვხე­დავ მზეს"), ნა­მო­რა­ძე ("შეხ­ვედ­რა წარ­სულ­თან"), ვახ­ტან­გი ("შეხ­ვედ­რა მთა­ში"), ბი­ძი­ნა ("მალე გა­ზა­ფხუ­ლი მოვა")და სხვ. 2017 წელს მი­ე­ნი­ჭა "ხე­ლოვ­ნე­ბის ქუ­რუ­მის" წო­დე­ბა.

წაიკითხეთ ასევე: "ორი კვირა "კაგებეში" დაკითხვებზე დავდიოდი... შონ კონერის ხაში ისე მოეწონა, მეკითხებოდა: დილის გარდა, სხვა დროსაც რომ ვჭამო, რატომ არ შეიძლებაო?"

"ბევრს ვუყვარდი? რა მოგახსენოთ, არაფერი ვიცი… წერილები კი მომდიოდა, მაგრამ არ ვხსნიდი, მეუღლე კითხულობდა, არ ვიცი, რა ეწერა"

"ერთხელ მკითხეს,ზარანდიას უარყოფითი გმირის როლზე თენგიზ არჩვაძე რატომ შეარჩიეო"