უმძიმესი კადრები - რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური მშობლიურ სოფელში გადაასვენეს - კვირის პალიტრა

უმძიმესი კადრები - რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური მშობლიურ სოფელში გადაასვენეს

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური მშობლიურ სოფელში გადაასვენეს.

"2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.

წაიკითხეთ ასევე: "სასაფლაოდან ლომისის ტაძარში სანთლის დასანთებად ასულან და იქ გადაეყარნენ რუსებს" - როგორ მოკლეს რუსებმა აგვისტოს ომის მონაწილე თამაზ გინტური