"ასეთი მსოფლიოს მოგება არის, თუ არის მოგება, ყველა რომ გეუბნება, თქვენ ეს დაიმსახურეთო" - რას ამბობს მსოფლიოს ჩემპონი გვანცა ციხელაშვილი - ვიდეო
ქართველი მოცეკვავეების აკა მოდებაძისა და გვანცა ციხელაშვილის წყვილმა დრესდენში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.
როგორც kvirispalitra.ge - სთან საუბარში აკა მოდებაძემ აღნიშნა, ამ გამარჯვებას ვერავინ წარმოიდგენდა.
ჩემპიონი წყვილი სიხარულს ახლა " სოციალურ ქსელში" უზიარებს საზოგადოებას.
"ჩემო საყვარლებო, დილით გავიღვიძეთ და მსოფლიო ჩემპიონები ვართ, ერთმანეთს ასე ვესალმებოდით, გამარჯობა მსოფლიო ჩემპიონო... საოცარი შეგრძნებაა, ასეთი მსოფლიოს მოგება არის, თუ არის მოგება, ყველა რომ გეუბნება, თქვენ ეს დაიმსახურეთ, გვეუბნებოდნენ, ხვალ კიდევ უფრო გაანალიზებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონები ხართო" , - ამბობს "ფეისბუქზე" განთავსებულ ვიდეოში გვანცა ციხელაშვილი