"ვინ იყვნენ კირა ანდრონიკაშვილის ვარსკვლავი მამიდები, რომელთა მთავარ სიყვარულად კინო იქცა" - კვირის პალიტრა

"ვინ იყვნენ კირა ანდრონიკაშვილის ვარსკვლავი მამიდები, რომელთა მთავარ სიყვარულად კინო იქცა"

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, ულა­მა­ზე­სი კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი 15 ნო­ემ­ბერს 78 წლის გახ­და. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა უახ­ლეს­მა ფო­ტო­სე­სი­ამ, სადაც მსახიობი საუცხოოდ გამოიყურება. ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე საზოგადოება კირა ანდრონიკაშვილს გაიცნობდა, მაყურებელი მსახიობის ორ ვარსკვლავ მამიდას იცნობდა, მათ დიდი კვალი დატოვეს ქართულ კინემატოგრაფიაში.

368043563-346666548051733-5398246275268375013-n-1700127881.png
უმცროსი კირა ანდრონიკაშვილი

უფროსი კირა ანდრონიკაშვილი ნატო ვაჩნაძის და გახლდათ. ის მუნჯი კინოს შედევრში - "ელისო" მთავარ როლს ასრულებს. მისმა მეუღლემ გერმანული წარმოშობის რუსმა პოეტმა - ბორის პილნიაკმა სტალინს მწერლების დასაცავი წერილი მისწერა, რის გამოც, 1937 წელს დახვრიტეს, კირა კი ასტანაში სამშობლოს მოღალატეების ცოლების ბანაკში გადაასახლეს, ჩამოაშორეს მის ოჯახს და კინოს.

46914915-610031759414395-1621888339411992576-n-1700127712.png
უფროსი კირა ანდრონიკაშვილი, ნატო ვაჩნაძე და მათი ძმისშვილი - უმცროსი კირა ანდრონიკაშვილი
81-1700128063.jpg
უფროსი კირა ანდრონიკაშვილი

ნატო ვაჩნაძე ქართველი კინოვარსკვლავი, კირა ანდრონიკაშვილი მამიდა გახლდათ, მსახიობი მასთან ბოლო შეხვედრასაც იხსენებდა:

"ჩვე­ნი ბოლო შეხ­ვედ­რა 2 ივ­ნისს შედ­გა, მა­მა­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღის მე­ო­რე დღე იყო, პირ­ველ­ში ვერ შეძ­ლო მოს­ვლა, ორში სახ­ლში ვი­ყა­ვით ყვე­ლა, სტუმ­რე­ბი არ გვყავ­და, რო­გორც ყო­ველ­თვის ღია გვქონ­და კარი და უცებ ქვე­მო­დან რა­ღაც ხმა­უ­რი და ჩოჩ­ქო­ლი შე­მოგ­ვეს­მა: ნატო მო­დის, ნატო მო­დის, ასე ხდე­ბო­და ხოლ­მე, რო­დე­საც მო­დი­ო­და ჩვენ­თან - ყვე­ლა მე­ზო­ბე­ლი გა­რეთ იყო, ელო­დე­ბოდ­ნენ, რო­გორ ამო­ვი­დო­და ფე­ხით მე­ო­თხე სარ­თულ­ზე, რო­გორ გა­ჩერ­დე­ბო­და ყვე­ლა მათ­გან­თან, და­ე­ლა­პა­რა­კე­ბო­და მო­ი­კი­თხავ­და, ზოგ მათ­განს შე­იძ­ლე­ბა არც იც­ნობ­და, მაგ­რამ უყუ­რა­დღე­ბოდ არა­ვის და­ტო­ვებ­და.

377232263-1565693283970212-1398767062740457170-n-1700127881.jpg
ნატო ვაჩნაძე

გა­და­ვი­ხე­დე ფან­ჯრი­დან და და­ვი­ნა­ხე, რო­გორ უახ­ლოვ­დე­ბო­და ნატო ჩვენ სახ­ლს ია­სამ­ნე­ბის დიდი თა­ი­გუ­ლით… მახ­სოვს ფე­ხის ხმა, რო­გორ ამო­ვი­და, შე­მო­ვი­და და გვი­თხრა, სულ მე მოვ­დი­ვარ თქვენ­თან, ამის მერე თქვენ ია­რეთ ჩემ­თა­ნო, გაგ­ვი­ღი­მა, მა­მას მი­უ­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე, ჩაი და­ლი­ეს, ისა­უბ­რეს…

შემ­დეგ თქვა, დაღ­ლი­ლი ვარ ძა­ლი­ან, წა­მოვ­წვე­ბი ცოტა ხნი­თო, შე­ვი­და სა­ძი­ნე­ბელ­ში და წა­მოწ­ვა. ამ დროს დე­დამ და­მი­ძა­ხა და მი­თხრა: და­ი­მახ­სოვ­რე შენი მა­მი­დაო, შე­ვე­დი ოთახ­ში და იწვა, ჩას­ძი­ნე­ბო­და, ღა­მის ნა­თუ­რა ენთო ოთახ­ში და ნა­ტოს მთე­ლი სი­ლა­მა­ზე, პრო­ფი­ლი, თმე­ბი, წამ­წა­მე­ბი კე­დელ­ზე ირეკ­ლე­ბო­და ძა­ლი­ან ლა­მა­ზად!

ეს მო­მენ­ტი მახ­სოვს - რო­გორ ვი­დე­ქი და ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მძი­ნა­რე მა­მი­დას. შემ­დეგ ჩუ­მად გა­მო­ვე­დი ოთა­ხი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ეძი­ნა, სა­ნამ ჩვენ­გან წა­ვი­დო­და, გვი­თხრა, მე მოს­კოვ­ში უნდა წა­ვი­დე, მაგ­რამ 14-ში აქ ვარო" - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი.

წაიკითხეთ ასევე: "განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, 15-წუთიან დასვენებას და ჩაის ძალას..." - რჩევები სილამაზის შესახებ ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალისგან

"ცხოვრებაში ბევრი დარდიც მქონია, ცრემლიც, მაგრამ ყველაფერს გულში ვინახავდი და ხშირად არც ვიმჩნევდი"