"ყველა მთავრობა ერთი და იგივე გზას დაადგა... ზუსტად არ ვიცით, კიდევ რომელი გადაცემები შეეწირება ფინანსურ რეორგანიზაციას" - რას წერს ნინო ზაუტაშვილი?
"პირველ არხზე“ გადაცემა "რეალური სივრცის" წამყვანი ნინო ზაუტაშვილი სოციალურ ქსელში დათო გორგილაძის საავტორო გადაცემის დახურვას ეხმაურება. როგორც ის წერს, ჯერ ზუსტად არ იციან, "კიდევ რომელი გადაცემები შეეწირება ფინანსურ რეორგანიზაციას":
"დათო გორგილაძე შესანიშნავ გადაცემას აკეთებდა და ზუსტად ვიცი, კიდევ უკეთესს გააკეთებს ნებისმიერ პლატფორმაზე. ძალიან დიდი დანაკლისია საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლისთვის. ყველა მთავრობა ერთი და იგივე გზას დაადგა, არაფრის დიდებით არ დათმოს გავლენა საზოგადოებრივზე. სამწუხარო ისაა, რომ ჯერ ზუსტად არ ვიცით, კიდევ რომელი გადაცემები შეეწირება ფინანსურ რეორგანიზაციას და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა პარლამენტში მსხდომებმა საკუთარი ხელფასის მომატებას ერთხმად მისცეს ხმა. მე ზუსტად ვიცი, ყველა გადაცემას, რომელსაც დავკარგავ საზოგადოებრივზე, ვნახავ სხვაგან, მაგრამ თავად საზოგადოებრივი პლატფორმის იდეა ძალიან კნინდება და მთელი გულით განვიცდი" - წერს ნინო ზაუტაშვილი.