"სოსო აღარ არის, გული ამომეგლიჯა..." - გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი - კვირის პალიტრა

"სოსო აღარ არის, გული ამომეგლიჯა..." - გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი

65 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მსა­ხი­ო­ბი, რეჟისორი, სპორტსმენი (მკლავჭიდი) და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, სოსო ჯაჭვლი­ა­ნი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ციას ოჯახის ახლობელი - ხათუნა მიქაცაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:

"წავიდა... ოღონდ ასე გულნატკენი არ წასულიყო... გული ამომეგლიჯა", - წერს ის.

"მე­უღ­ლეს ვე­სა­უბ­რე თურ­ქეთ­ში და მი­თხრა, რომ აღარ არის", - განუცხადა ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძემ ambebi.ge-ს.

რო­დის ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ მსა­ხი­ობს სამ­შობ­ლო­ში და სხვა დე­ტა­ლე­ბი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

ასევე დაგაინტერესებთ:

"ბევ­რმა ქარ­თველ­მა და­კარ­გა თა­ვი­სი სახე. სვა­ნეთ­ში გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა ყო­ველ­თვის იდე­ა­ლუ­რად იყო და­ცუ­ლი. იქ იცი­ან, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი უნდა ჰქონ­დეს"

"რომ უნდა ავფრენილიყავი, იმის მერე სულ ჭაობში ვარ!"

ცნობისათვის:

სოსო ჯაჭვლიანი დაიბადა მესტიაში, 1958 წლის 5 ივნისს. 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

გარდაიცვალა 2024 წლის 8 თებერვალს, მძიმე სენის შედეგად. ბოლო წლების განმავლობაში, ჯაჭვლიანი მძიმე დაავადებას ებრძოდა და კლინიკაში მკურნალობდა. ის სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში წა­იყ­ვა­ნეს. მე­გობ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ თავს უკეთ გრძნობ­და, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, და­ა­ვა­დე­ბას ვერ მო­ე­რია.