"ცრემლი შვებაა და დედა, რომელიც ტრაგედიაშია, თავის თავს შვების უფლებას ვერ მისცემს" - რას ჰყვება დოდო გუგეშაშვილი რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ - კვირის პალიტრა

"ცრემლი შვებაა და დედა, რომელიც ტრაგედიაშია, თავის თავს შვების უფლებას ვერ მისცემს" - რას ჰყვება დოდო გუგეშაშვილი რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ

"ჩემთვის ჯაბა იოსელიანი იყო უმამაცესი და ძალიან შემწყნარებელი, მაგალითი გამძლეობისა. რაც შეეხება შვილს, ჩემს დროს ველოდები..." - დოდო გუგეშაშვილის პირველი ვრცელი ინტერვიუ რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ

“ჩემი შვილი ისე გავზარდე, რასაც კარგს ვუყიდდი - ტანსაცმელი იქნებოდა, ფეხსაცმელი, თუ სათამაშო, ვეუბნებოდი, მამაშენმა გამოგიგზავნა-მეთქი. მან ასე იცოდა, რომ მამამისი უგზავნიდა და ის უცხოეთში ცხოვრობდა... ჩემი შვილის მკვლელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მე ბუმბულების ჩამომყრელი ქალი არ ვარ”, - თადარიგის პოლკოვნიკი, “მხედრიონის” ლიდერი, "თეთრი მაგნოლია” დოდო გუგეშაშვილი რამდენიმეწლიან დუმილს "კვირის პალიტრასთან" არღვევს, მისი ვრცელი ინტერვიუს პირველი ნაწილის წაკითხვის შესაძლებლობა გექნებათ გაზეთის N13 ნომერში, ორშაბათს, 25 მარტს.

პირველი ნაწილის ონლაინ ვერსია კი იხილეთ ლინკზე - „მეომარ ქალს არ შეშვენის თავის ტრაგედიაში ჩაკეტვა - ჩემს დროს ველოდები, ჯერ დამკვეთი უნდა ვიპოვო“

ინტერვიუს მეორე ნაწილი იხილეთ ლინკზე - „უფრთო ანგელოზი არა ვარ, რაღაცების პატიება არ შემიძლია“

გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიდან:

"უპირველეს ყოვლისა, ჩემს შვილს არ ესიამოვნება, რომ მისი დედა დაგლახავებულად გამოიყურებოდეს, შეიძლება ყველაფერი დამთავრდა, სიხარული, მაგრამ არ მინდა, ჩემმა გარშემომყოფებმა იფიქრონ, რომ ეს დასასრულია. ისედაც, მეომარ ქალს არ შეშვენის თავის ტრაგედიაში ჩაკეტვა. ჩემს ბედს ვერავინ შეცვლის, მაგრამ არ მინდა, სხვას უსიამოვნება და ტკივილი მივაყენო, ამიტომ, ჩემს თავს როგორღაც ვიმორჩილებ".

"ცრემლი შვებაა, ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი კი შვებას არ უნდა ეძებდეს, თვალებიც უნდა დაიმორჩილოს, ხმაც, სხეულიც, იმიტომ, რომ დედა, ქალი, რომელიც ტრაგედიაშია, თავის თავს შვების უფლებას ვერ მისცემს და თუკი შვება ცრემლებშია, ის ცრემლებიც სადღაც თვალის გუგის მიღმა უნდა დაიმორჩილო".

dddd-1711117220.jpg

"გია ჭანტურია 9 აპრილის აქციამდე გავიცანი და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან განათლებული, ემოციური ტიპი იყო, ჩემგან განსხვავებით - მე რაჭველ-გურული ვარ. ამ პატარა ასაკის ბიჭმა შეძლო და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია აღადგინა"

"ჩემთვის ბატონი ჯაბა იყო მაგალითი გამძლეობისა და დიდი ნებისყოფის, როდესაც ადამიანს რადიკალურად შეუძლია შეცვალოს თავისი ცხოვრება. იცით, რომ საკმაოდ ტრაგიკული ბედის იყო. ხშირად მითქვამს, ვადაზე ადრე იყო-მეთქი დაბადებული, რადგან მისი ნაწერები და ნაფიქრი, რაც დრო გადის, კიდევ უფრო აქტუალურია. იმ პერიოდისათვის ამას ვერ იგებდნენ და გაოგნებულები იყვნენ. ჯაბა იოსელიანი იყო უმამაცესი, ამასთანავე, ძალიან შემწყნარებელი, რაც ხშირად გამკვირვებია კიდეც, რადგან მისი ცხოვრება და ბიოგრაფია მე კარგად ვიცოდი".

„მეომარ ქალს არ შეშვენის თავის ტრაგედიაში ჩაკეტვა - ჩემს დროს ველოდები, ჯერ დამკვეთი უნდა ვიპოვო“

(ინტერვიუ რამდენიმე ნაწილად იხილეთ გაზეთში "კვირის პალიტრა", გამოდის ორშაბათობით!)