ზურიკო დავითაშვილის შვილი გაქრისტიანდა - პატარა დათის ერთ-ერთი ნათლია ხვიჩა კვარაცხელიაა (ფოტოები) - კვირის პალიტრა

ზურიკო დავითაშვილის შვილი გაქრისტიანდა - პატარა დათის ერთ-ერთი ნათლია ხვიჩა კვარაცხელიაა (ფოტოები)

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელ­მა, ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვილ­მა შვი­ლი მო­ნათ­ლა. პა­ტა­რა და­თის ერთ-ერთი ნათ­ლია, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­აა.

ოქ­ტომ­ბერ­ში ფრან­გუ­ლი "ბორ­დო­სა" და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის შემ­ტე­ვი, ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი მამა გახ­და. ზუ­რი­კომ და მის­მა მე­უღ­ლემ, მია გზი­რიშ­ვილ­მა ვაჟს დათი და­არ­ქვეს.

imagetools0-51749-1711538655.jpg

ზუ­რი­კო მე­უღ­ლის მშო­ბი­ა­რო­ბას არ დას­წრე­ბია, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­თან ერ­თად შეკ­რე­ბა­ზე იყო.

ფეხ­ბურ­თე­ლის დედამ, თა­მუ­ნა წი­წი­ლაშ­ვი­ლმა ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში შვილის კარიერასა და დაოჯახებაზე ვრცლად ისაუბრა:

"ვერ ვიტყვი, რომ 2 წლის ბავშვს მამის გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა. მას შემდეგ, რაც ბურთი ხელში აიღო, მისთვის მთავარი ნივთი გახდა. რომ ამბობენ, ბურთით იძინებდაო, ზუკას შემთხვევაში მართლა ასე იყო. ბურთით ჩაეძინებოდა და საწოლიდან მერე ვიღებდი. რომ გაიღვიძებდა, მოიკითხავდა და მერე სულ ბურთით თამაშობდა... პირველივე ვარჯიშზე სასწაულები ჩაიდინა. მშობლები გვეკითხებოდნენ, აქამდე სად დაგყავდათ, ვინ ავარჯიშებდაო? მისმა მოძრაობებმა, ილეთებმა ყველა გააოცა. ზუკასთვის ფეხბურთი გახდა ცხოვრების პრიორიტეტი. ისე ძალიან, როგორც ფეხბურთი, არაფერი აინტერესებდა".

"მია არაჩვეულებრივი გოგოა. ხელი მოულოდნელად მოაწერეს, საფრანგეთში საბუთებისთვის სჭირდებოდათ. მია იმდენად საყვარელი გოგოა, ვეუბნები, - შენი სახით მეოთხე შვილი შევიძინე-მეთქი. გააზრებული აქვს, რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა, მეც ეს გზა გამოვიარე და ვიცი. ის ამბობს, რომ მზად არის ამ სირთულისთვის. ზუკას ძალიან აფასებს, უყვარს, ბედნიერები არიან".

წაიკითხეთ ასევე: ზურიკო დავითაშილის დედა, შვილის პირად ცხოვრებაზე, კარიერასა და ხვიჩა კვარაცხელიასთან მეგობრობაზე