დავით კაჭარავას სპორტულ-პოლიტიკური და პირადი ცხოვრება - რა ქონებას ფლობს მორაგბე პარლამენტარი? - კვირის პალიტრა

დავით კაჭარავას სპორტულ-პოლიტიკური და პირადი ცხოვრება - რა ქონებას ფლობს მორაგბე პარლამენტარი?

გუ­შინ, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის პრო­ტესტზე ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. იმ დროს, რო­დე­საც აქ­ტი­ვის­ტე­ბი მსვლე­ლო­ბით ევ­რო­კავ­ში­რის სა­ელ­ჩოს­კენ მი­დი­ოდ­ნენ, გზად დე­პუ­ტა­ტი და­ვით კა­ჭა­რა­ვა შეხ­ვდათ, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

"მონა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ღა­ლა­ტე ხარ! სა­ქარ­თვე­ლო მტე­რო", - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თეს კა­ჭა­რა­ვას აქ­ტი­ვის­ტებ­მა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის ერთ-ერ­თია იმ 83 დე­პუ­ტა­ტი­დან, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით კა­ნონს ხმა მის­ცა.

რო­გორ მოხ­ვდა სპორ­ტსმე­ნი პო­ლი­ტი­კა­ში, რო­გო­რია მისი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, ქვე­ვით მო­გიყ­ვე­ბით. კა­ჭა­რა­ვა ერთ-ერ­თია იმ პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის, რომ­ლი­თაც ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბა ქარ­თუ­ლი მე­დია, უფრო მე­ტად პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და არა, პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის გამო.

screenshot-2024-04-24-151828-1713957577.png

სპორ­ტი­დან პო­ლი­ტი­კა­ში მო­რაგ­ბე და­ვით კა­ჭა­რა­ვა სპორ­ტი­დან პო­ლი­ტი­კა­ში კი­დევ ერთ სპორ­ტსმენ, კა­ლათ­ბურ­თელ ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეს­თან ერ­თად მოხ­ვდა. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ეს ორი სპორ­ტსმე­ნი 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, სა­არ­ჩევ­ნო სიის პირ­ველ ოცე­ულ­ში შე­იყ­ვა­ნა.

kacharavadavitidapirispireba-1713903636.png

კა­ჭა­რა­ვას სა­პარ­ლა­მენ­ტო მოღ­ვა­წე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, თუ არ ჩავ­თვლით, გუ­შინ­დელ ინ­ცი­დენტს, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. თუმ­ცა იქამ­დე იყო კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მისი დაც­ვა კო­ლე­გებს მო­უ­წი­ათ.

მი­ზე­ზი მა­ში­ნაც ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი იყო, რო­მე­ლიც შარ­შან "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ უკან გა­იწ­ვია. სკან­და­ლი და­ვით კა­ჭა­რა­ვას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოსტს მოჰ­ყვა, რო­მელ­შიც წერ­და: " მი­მი­ფურ­თხე­ბია ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ვინც ჩემი 20 წე­ლი­წა­დი 2 დღე­ში გა­ყი­და და იფიქ­რა, რომ მე სამ­შობ­ლო რუ­სეთ­ში გავცვა­ლე! ისე რომ კი­თხვაც არ და­მის­ვა!“ დე­პუ­ტა­ტი კო­ლე­გე­ბი­დან ბექა ოდი­შა­რი­ამ და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა და­იც­ვეს. მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სპორ­ტსმე­ნის ღვაწ­ლი შე­ახ­სე­ნეს.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

და­ვით კა­ჭა­რა­ვა პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ანკა დუნ­დუა გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც ერთი ვაჟი ჰყავს. და­შო­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, დე­პუ­ტა­ტი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ქეთი ხა­ტი­აშ­ვილ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. უკვე წლე­ბია, ის და ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი ერ­თად ცხოვ­რო­ბენ. წყვილს 14 მარტს სა­ერ­თო შვი­ლი ილია კა­ჭა­რა­ვა შე­ე­ძი­ნა. გააგრძელეთ კითხვა