"არ მგონია, მისთვის საყვარელი ადამიანების ლანძღვით მას აძლიერებდეთ" - ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეების გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება - კვირის პალიტრა

"არ მგონია, მისთვის საყვარელი ადამიანების ლანძღვით მას აძლიერებდეთ" - ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეების გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეების გარშემო ატეხილ სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მისთვის ოჯახის წევრებთან მსგავსი, მარტივად რომ ვთქვა, უთანხმოება, დარწმუნებული ვარ, პირველად მოხდა. სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც. ამიტომ ყველა, ვინც ოდნავ მაინც სცემთ ამ მებრძოლ და ულამაზეს გოგოს პატივს, მინიმუმ, ამის გამო შეიკავეთ თავი.

არ მგონია, მისთვის საყვარელი ადამიანების ლანძღვით მას აძლიერებდეთ. თან მისივე გვერდზე. როგორი მართლებიც უნდა იყოთ, აუცილებლად ატკენთ მას გულს. არ შეიძლება ყველა მხრიდან წნეხში იყოს.

ნატალია ყიფშიძე, ძალიან მიყვარხარ, მეამაყები და შენი თაობა აუცილებლად იცხოვრებს ისეთ ქვეყანაში, რომლისთვისაც იბრძვის" - წერს ნანკა კალატოზიშვილი.

იხილეთ სტატია - რას ამბობს ზურა ყიფშიძე პოლიტიკაზე, აქციებსა და შვილთან უთანხმოებაზე

ასევე დაგაინტერესებთ - "ნახევრად სომეხი ვარ, რაზეც ხმამაღლა და სიამაყით ვსაუბრობ ბავშვობიდან" - რას წერს ნატალია ყიფშიძე ეროვნებით სომეხ ბაბუაზე?