"სპექტაკლში "მეფე ლირი" ვმონაწილეობ და "პაკლონიდან" გავედი" - რას წერს მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი? - კვირის პალიტრა

"სპექტაკლში "მეფე ლირი" ვმონაწილეობ და "პაკლონიდან" გავედი" - რას წერს მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი?

გუ­შინ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის და­სის მსა­ხი­ო­ბებ­მა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­აპ­რო­ტეს­ტეს. სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ სცე­ნა­ზე ისი­ნი ბა­ნე­რე­ბით გა­მოჩ­ნდნენ, წარ­წე­რით" "არა რუ­სულ რე­ჟიმს", "არა რეპ­რე­სი­ებს".

მსა­ხი­ო­ბი ანრი ბიბინეიშვილი მომხდარს გამოეხმაურა და როგროც აღნიშნავს, გუ­შინ­დე­ლი პრო­ტეს­ტი სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბის მიერ იყო მო­ფიქ­რე­ბუ­ლი.თა­ვად კი არ იზი­ა­რებს ამ მსა­ხი­ო­ბე­ბის პო­ზი­ცი­ას.

"ბევრი მითქმა-მოთქმის თავიდან ასაცილებლად თავად დავწერ ჩემს გვერდზე ჩემი მეგობრებისა თუ გულშემატკივართათვის!

სპექტაკლში “მეფე ლირი” ვმონაწილეობ თავად და “პაკლონიდან” გავედი. ყველას აზრს პატივს ვცემ მიუხედავად იმისა, ვიზიარებ თუ არა მას! თუმცა ამ უკანასკნლეში, ჩემი აზრი არ ემთხვეოდა სხვების პოზიციას და ამიტომ ხელი, რომ არ შემეშალა, თავად ვარჩიე გავსულიყავი “პაკლონიდან”. ჩემი გასვლა არამგონია გმირობის ტოლფასი იყოს, რადგან გმირობა საერთოდ სხვა ღირებულების და სიღრმის მქონე სიტყვაა თავისი მნიშვნელობით. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ეს ნათელია ყველასთვის!!! პირადად მე, მხოლოდ ორ რეჟიმს მოვესწარი: პირველში დავიბადე და არ მახსოვს, თუმცა ვიცი ბევრი მასზე და აღარასდროს განმეორდება, მეორე კი, საკუთარ თავზე გამოვცადე (2004-2012) და მაშინ, რომ ბევრი ჩუმად იყო, მე და ჩემნაირები ვიცავდით ამ ქვეყანას მართლა რეჟიმისგან!

ყველას თავისი აზრი აქვს და ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა! ისინი ჩემი კოლეგები არიან, მეგობრები და ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ, მიყვარს თითოეული და მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებ ყველას. უბრალოდ ჩემი პოზიცია არ ემთხვევა იმ პოზიციას რა პოზიციაც დაფიქსირდა. გარდა ამისა, სცენა არ მგონია, რომ პოლიტიკური განცხადებების ადგილია. პოლიტიკური სათქმელი შეიძლება თქვას რეჟისორმა და მსახიობმა საქმით, სპექტაკლით! მოქალაქეობრივი პოზიციისთვის არსებობს სხვა არა ერთი ადგილი და არსად არავინ იზღუდება. ამიტომ ვერ და არ ვიზიარებ ამ პროტესტს: 1 - არ ვეთანხმები იმ შინაარსს რაც აღმართულია სცენაზე ბანერების სახით და 2 - სცენა არ მიმაჩნია, რომ ამისთვისაა.

მინდა გთხოვოთ ყველას და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თხოვნას ყურად იღებთ! ჩემს მეგობრებს, კოლეგებს თუ არ ეთანხმებით, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას.

ყველას თავისი აზრით და გზით გაგვიმარჯოს!" - წერს ბიბინეიშვილი.

წაიკითხეთ ასევე:

ზურა და გიორგი ყიფშიძეების პროტესტი სცენიდან: როგორ პასუხობს ნატალია ყიფშიძე სოცქსელში ატეხილ აჟიოტაჟს?

"100-მა კაცმა მომწერა, რა ხდება თქვენთან თეატრშიო... ეს "აქცია" იყო თეატრის რამდენიმე მსახიობის მოფიქრებული, მე არ ვიზიარებ მათ შეხედულებებს" - რას წერს მსახიობი თემურ გვალია?