"მე და ვაშაძე ერთად სელფის გადავიღებთ თუ არა, ამომრჩეველს ეს არაფერს აძლევს. ერთიანი სიის და ტექნიკური მთავრობის იდეას, სააკაშვილი-კეზერაშვილის ტროას ცხენად ვხედავ და შესაბამისად..."
"ტაბულას" დამფუძნებელი და "ევროპული საქართველოს" წევრი - თამარ ჩერგოლეიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინიციატივას "ტვ პირველის" ეთერში ეხმაურება:
(წაიკითხეთ სტატია - "ქართული ქარტია", ე.წ.ტექნიკური მთავრობა და სალომე ზურაბიშვილის გადამწყვეტი შეტევა?! - რა მოხდება 26 ოქტომბერს)
"დიდი ხანია ჩვენ შინაარსზე შეთანხმების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ და ერთობად სწორედ ეს წარმოგვიდგენია, იმიტომ რომ მე და ვაშაძე ერთად სელფის გადავიღებთ თუ არა, ამომრჩეველს ეს არაფერს აძლევს, მაგრამ თუ სასამართლო სისტემის რეფორმაზე შევთანხმდებით, ეს ძალიან ბევრს ცვლის.
პრეზიდენტმა ერთიანი სიის და ტექნიკური მთავრობის იდეა მთლიანად მოკლა. ერთიან სიას მე მივიჩნევდი, ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების ძალიან მოკლე გზად და შესაბამისად, ეს მიმაჩნდა კატასტროფად.
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ერთიანი სიის და ტექნიკური მთავრობის იდეას, სააკაშვილი-კეზერაშვილის ტროას ცხენად ვხედავ და შესაბამისად, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს ორი თემა საფუძვლიანად მოკლა პრეზიდენტმამოვა არჩევნები, მივიღებთ მონაწილეობას, პრეზიდენტის პროექტი დაგვეხმარება, რომ გავაფართოვოთ კონსენსუსი მოსახლეობაში.
ასევე, გაგვიადვილებს დასავლეთთან ურთიერთობას, რადგან სანქცირების პოლიტიკას როცა დაიწყებს დასავლეთი, უფრო ინტენსიური იქნება, როდესაც იცის ვის და რას ეხმარება. კეზერაშვილ-სააკაშვილის პროექტის მოსვლა ხელისუფლებაში, ქართველი ხალხის მოთხოვნის პასუხად, მათი ხელშეწყობით ვერ მოხდება.
შესაბამისად, ეს დამზღვევი, რაც პრეზიდენტმა ჩადო, ძალიან კარგია. ქართველი ხალხის დაკვეთა არის ევროპაში ინტეგრაცია. შესაბამისად, ევროპა არ არის ლამაზი სიტყვები მხოლოდ, ევროპა არის კონკრეტული სისტემა.
პრეზიდენტმა პოლიტიკოსებს მისცა შანსი, რომ ამომრჩეველს აჩვენოს ის სისტემა, რითაც აპირებს ამ საზოგადოების ევროპაში დაბრუნებას.
პოლიტიკური პარტიები ამას პოზიტიურად თუ არ უპასუხებენ, ხალხის დაკვეთის წინააღმდეგ წავლენ"