"დაიწყეს ჩვენი ოჯახის გაშავება… რეალურად უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ" - რას წერს მირანდა ჯობავა? - კვირის პალიტრა

"დაიწყეს ჩვენი ოჯახის გაშავება… რეალურად უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ" - რას წერს მირანდა ჯობავა?

გუ­შინ ქი­ქო­ძის ქუ­ჩის ერთ-ერთი მარ­კე­ტი­დან გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლი მო­იც­ვა. კად­რებ­ზე ცოლ-ქმრი­სა და დე­პუ­ტატ ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის კა­მა­თი იყო აღ­ბეჭ­დი­ლი, ე.წ. "აგენ­ტე­ბის კა­ნონ­თან" და­კავ­ში­რე­ბით.

დე­პუ­ტატ­მა თქვა, რომ ვი­ტა­ლი გუ­გუ­ჩი­ას და მი­რან­და ჯო­ბა­ვას მა­ღა­ზი­ა­ში ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად მი­ვი­და, რად­გან წინა დღეს მათი ხი­ლის დახ­ლი­დან ფორ­თო­ხა­ლი აიღო და მო­ქა­ლა­ქეს ეს­რო­ლა."ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად მო­ვი­და ხალ­ხო, თქვე­ნი ფორ­თო­ხა­ლი ვის­რო­ლე და უნდა გა­და­ვი­ხა­დოო რა ფორ­თო­ხა­ლი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მო­მა­ვა­ლი წა­არ­თვით-მეთ­ქი…რა წა­ვარ­თვიო???- მარ­თლა არ მო­ე­ლო­და ამ პა­სუხს რამ­დე­ნი­მე წუთი ვი­ლა­პა­რა­კეთ, მერე ვი­ტა­მაც მო­მის­წრო და რა­ღაც მო­მენ­ტში, ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბაც მო­მა­ფიქ­რდა…." - და­წე­რა ვი­დე­ოს ავ­ტორ­მა.

ამის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ხალ­ხის ძა­ლის" წევ­რმა ზუ­რაბ ქა­და­გი­ძემ გუ­გუ­ჩი­ას შე­სა­ხებ და­წე­რა, რომ ის მე­გის ქარ­და­ვას "ხელ­დას­მუ­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი იყო ნაც­რე­ჟი­მის დროს".

მი­რან­და ჯო­ბა­ვა ამ­ბობს, რომ გუ­შინ­დე­ლის შემ­დეგ მათი ოჯა­ხის გა­შა­ვე­ბა და­ი­წყეს. გააგრძელეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე:

(VIDEO) "თქვენი ფორთოხალი ვისროლე და უნდა გადავიხადოო... თქვენ მომავალი წაგვართვით-მეთქი" - კამათი დეპუტატთან მაღაზიაში