"არ შეიძლება ადამიანი ასე გაწირო, ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე..." - ეკა მჟავანაძე მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება ადამიანი ასე გაწირო, ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე..." - ეკა მჟავანაძე მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ეკა მჟა­ვა­ნა­ძის ცეკ­ვის ვი­დეო, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თმა მა­ყუ­რე­ბელ­მა სპექ­ტაკლ „ქა­ლე­ბის“ დროს გა­და­ი­ღო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სპექ­ტაკ­ლი 2019 წლი­დან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­შია, მას შემ­დეგ, რაც მსა­ხი­ობ ეკა მჟა­ვა­ნა­ძის გმი­რის ცეკ­ვის ვი­დეო გავ­რცელ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. იყო კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბიც.

გა­და­ცე­მა­ში „ნი­კო­ლო­ზის კი­თხვე­ბი“ მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ ვი­დეო თა­ვა­დაც არ მო­ე­წო­ნა, რად­გან ცუდი რა­კურ­სით იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. ასე­ვე ნა­წყე­ნია იმ კო­მენ­ტა­რებ­ზე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა, სპექ­ტაკ­ლის გმი­რი ქა­ლის მი­მართ არ და­ი­შუ­რეს და ის მსა­ხი­ობ­თან გა­ა­ი­გი­ვეს.

ეკა მჟა­ვა­ნა­ძე:

- მე რომ ვნა­ხე პირ­ვე­ლად, ჯერ ერთი, ცუ­დად გა­და­ღე­ბუ­ლია. კა­მე­რა ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა და ყვე­ლა დე­ტალს ადი­დებს, წონა გე­მა­ტე­ბა... ჭარ­ბი წონა მაქვს, რა თქმა უნდა, მაგ­რამ ამ ცეკ­ვის ში­ნა­არ­სი და ამო­ცა­ნა ეგ იყო, რომ ამ ჩემს ჭარბ წო­ნას დავ­ცი­ნო­დი ასე­თი მოძ­რა­ო­ბე­ბით. ეს იყო ჩემი მი­ზა­ნი, იმ სცე­ნის დროს.

თან სპექ­ტაკლში კლა­სე­ლე­ბი არი­ან, სვა­მენ, ერ­თო­ბი­ან, ყვე­ლა­ფერ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ გახ­სნი­ლად, მა­ი­მუ­ნო­ბენ და ერთ-ერთი ეს პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თი და­დეს. ვი­ღა­ცას მო­ე­წო­ნა, ვი­ღა­ცას არა.

რომ გი­თხრათ, რომ მე­სი­ა­მოვ­ნა, ვერ გე­ტყვით. არ მე­სი­ა­მოვ­ნა ნამ­დვი­ლად. ჯერ თვი­თონ ვი­დეო არ მე­სი­ა­მოვ­ნა, არას­წო­რად გა­და­ღე­ბუ­ლი ქვე­ვი­დან. ცოტა გავ­ღი­ზი­ან­დი, მაგ­რამ არ მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა. მერე რომ აღარ დამ­თავ­რდა და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რე­ბი და­ი­წე­რა, ცოტა გულ­ზე მო­სახ­ვედ­რია.

კარ­გი, მე არა და, ჩემს უკან დგას ჩემი ოჯა­ხი, ჩემი მე­უღ­ლე, ორი შვი­ლი. შე­იძ­ლე­ბა არც მი­თხრან არა­ფე­რი, არ გა­მი­ტე­ხონ გული, ნავ­თი არ და­ას­ხან ამ ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო. გააგრძელეთ კითხვა

"ვიღაცას მოეჩვენა, რომ არტისტს ფეხი გამოუჩნდა, სასაცილოა" - რას ამბობს რეჟისორი ეკა მჟავანაძის ცეკვაზე, რომელიც სოცქსელებში განსჯის საგანი გახდა